→ სხვა მოქმედი გმირის თვალთახედვით ←
მაღვიძარა ზუსტად 06:00-ზე რეკავს, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ გვიან დავიძინე,თავს უფლებას არ ვაძლევ ძილი გავიხანგრძლივო. არ მინდა ძილის რეჟიმი ისევ ამერიოს,რაც ერთი პერიოდი მქონდა და ძლივს გამოვასწორე. საწოლიდან ვდგები და რუტინულად ვემზადები სავარჯიშოდ გასასვლელად: ცივი წყალი შევისხი სახეზე,კბილები გავიხედე, თმა შედარებით ადამიანურს დავამსგავსე, მიუხედავად იმისა, რომ მაინც აიწეწება. სააბაზანოდან გასულს კარში ჩემი ძაღლი დამხვდა,ისიც მზად იყო სარბენად გავსულიყავით.ყოველი შემთხვევისთვის მისთვის განკუთვნილი თოკი მოსაცმელის ჯიბეში ჩავიდე,ამინდის მიუხედავად შორტით გასვლა დავაპირე,ვიცი გავხურდები და დამცხება, ამიტომაც წინასწარ გრილი ქვედა სამოსით დავიწყებ.ზედა,რა თქმა უნდა, მაისური და მოსაცმელი.
სიფისთან ერთად გარეთ გავედი,კარი ჩავკეტე და საშუალო ტემბრით დავიწყეთ სირბილი. ჯერ მზე ბოლომდე არ იყო ამოსული, თუმცა ამინდს ეტყობოდა, არც აპირებდა მის გამოჩენას,ცა მოღრუბლულია, დიდი ალბათობით ჭექა-ქუხილი და დიდი წვიმა იქნა. ყოველ ერთ კილომეტრზე ვჩერდები, რადგანაც ორგანიზმი ცოტა დავასვენო, ასევე სიფიმაც მოითქვას სული. ძველ ხიდს მივუახლოვდით თითქმის, იქიდან უკან წავალთ, თუმცა მანამდე კიდევ ერთი შესვენება მოგვიწია, რადგანაც სიფის ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა, მეკიდევ მის გარეშე არ მინდოდა სირბილი. ვიდრე სუფთა ჰაერით ვიოხებდი ფილტვებს,შევნიშნე თუ,როგორ დაიჭექა, ინსტიქტურად შევხტი და თვალი ავარიდე,წამებში ვკონცეტრირდი და იმ მიმართულებით გავიხედე.შორიდანვე შევნიშნე, რომ ვიღაც წყალში ჩავარდა,დაფეთებული გავიქეცი მისკენ,ხიდიდან გადავიხედე,არავინ ჩანდა. მოსაცმელი გავიხადე და ხიდიდან მეც მდინარეში გადავხტი,როცა გავცურე გოგონა დავინახე, დინებას კიდევ შორს რომ არ წაეყვანა სწრაფად ჩავებღაუჭე,უჰაეროდ წყლის ბუშტუკები ამოსდიოდა ტუჩებიდან,სწრაფად დავხარე თავი,ბაგეებზე დავეწაფე და დაგროვილი ჰაერი შეძლებისაგვარად ჩავბერე, რამოდენიმე წამით მაინც რომ ჰყოფნოდა.
ESTÁS LEYENDO
If I Could Fly
Fanficფიკი დაცემულ ანგელოზზეა,რომელიც სხვა ანგელოზებისგან განსხვავებით, სხვანაირად მოაზროვნე და ცნობისმოყვარეა,ის დაუპირისპირდება მამას,ღმერთს,რომელიც ზეციდან გამოდევნის შვილს,რომელიც ასე ძლიერ არის დაინტერესებული ადამიანებითა და დედამიწაზე ცხოვრების განც...