ვი თვალმოუშორებლად უყურებს ერთმანეთზე ჩახვეულ წყვილს. სხეულში მაშინვე უვლის უსიამოვნო ტალღა. ვერ აცნობიერებს როდის ეჭდობა მისი გრძელი თითები საჭეს და გამეტებით უჭერს მას ხელს. რა ემართებ, არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ? რა ემართება? ისიც კი არ შეუძლია სახელი დაარქვას ამ გრძნობას, რა არის ეს? ბრაზი? მაგრამ რატომ? ტკივილი? რის გამო... ნუთუ ეჭვიანობს. არა, გამორიცხულია..... მაშინ რა? თეჰიონი ისევ დაჟინებით უყურებს ჯისუს მომღიმარ სახეს და ამჯერად აცნობიერებს, რომ მასზე ასეთი წრფელი ღიმილი არასდროს უნახავს და არასდროს შეუმჩნევია რამდენად ალამაზებს მის ანგელოზისებრ სახეს. ვიმ პირველი წამიდან იცოდა რომ ჯისუ ყველაზე ლამაზი ქალი იყო ამქვეყნად ვინც კი ოდესმე უნახავს, მაგრამ ამ წამს გოგონა ათასჯერ მიმზიდველი ეჩვენა. ნუთუ დაუშვებს იმას რომ ამ მშვენიერებით სხვა დატკბეს? ნუთუ მისცემს ვინმეს უფლებას რომ ეს სრულყოფილება მიისაკუთროს. არა... ამას არასდროს იზამს. თეჰიონი ელოდება ჯონის მანქანა როდის მიეფარება თვალს და მანსიონში შედის.....
..........................................
აშშ. ჩიკაგო.
ვანგი ნაჩქარევად აფარებს თავს ერთ ერთ სასტუმროში და საკუთარი ნომრისკენ მიემართება. უკვე რამდენიმე დღეა თავს აქ იმალება. კრისტოფერმა შესანიშნავად იცის რომ საფრთხეშია. ის რაც იმ ღამით თეჰიონის მზერაში ამოიკითხა.... დასწყევლოს ეშმაკმა, ეს ჯოჯოხეთური ბოროტება იყო. მამაკაცს დარწმუნებით შეეძლო ეთქვა რომ ბიჭი უპირობოდ ჩაცხრილავდა ადგილზე.....
- ჯანდაბა, როგორც ჩანს შენი შეფასებისას შევცდი კიმ თეჰიონ, ვინ იფიქრებდა რომ უცოდველი, ანგელოზის სახიანი ბიჭის მიღმა თავად სატანა შეიძლებოდა მდგარიყო. - ვაღიარებ, ამჯერად წავაგე... მაგრამ მხოლოდ ამჯერად..... - მამაკაცი ნებიერად თავსდება სავარძელში და თვალებს დაღლილი ხუჭავს. გონებაში მაშინვე სოიონის სახე ჩნდება, მისი ხმა ნათლად ჩაესმის. კრისტოფერი ღრმად ოხრავს. შეძლებს კი ოდესმე ამისაგან გათავისუფლდეს? შეძლებს კი მშვიდად დაიძინოს......

YOU ARE READING
MASK (დასრულებული)
Fanfictionყოველთვის, როცა ნიღაბს იხსნი გრძნობ როგორ ეჯახები რეალობას.... როცა მას ირგებ ნათლად მსუბუქდება შენი სული..... წლები გადის.... ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ნიღბით თუ უნიღბოდ იგივე ხარ.... ზღვარი იკარგება.... აღარაფერი იცვლება...... ხაზი რეალობასა და თა...