Own you

288 32 82
                                    

უკვე საათზე მეტია  ერთმანეთის პირისპირ სხედან. ერთი მათგანი ეშმაკურად იღიმის... მეორეს სახეზე კი  მხოლოდ დაბნეულობა ისახება.  

- უთხარი? - ჩუმად კითხულობს ჯიმინი და ღიმილით უყურებს ჯონგუკს

- ვერ შევძელი, უფრო სწორად არ დამცალდა. სწორედ მაშინ შემოვიდა თეჰიონი და იქედან გამომაგდო. - ღრმად ამოიოხრა ჯონმა. ბიჭი ჯერ კიდევ ვერ ბედავდა პარკისთვის თვალის გასწორებას

- რატომ ღელავ? - მსუბუქად ისმის ჯიმინის ხმა, - ის რაც მოხდა ორივეს ერთნაირად გვინდოდა, მე შენ ძალიან მომწონხარ ჯონგუკ, არასდროს მიფიქრია რომ საკუთარი სქესის წარმომადგენლის მიმართ გამიჩნდებოდა მსგავსი გრძნობა მაგრამ ასე მოხდა.  ვიცი რომ შენთვის რთულია, მაგრამ სჯობს რეალობა მიიღო პატარა ბიჭო. შენც ისევე გინდა ჩემთან ყოფნა როგორც მე. ამის უარყოფას ნუ დაიწყებ - ჯიმინის სახეზე ეშმაკური ღიმილი დაბრუნდა

- არაფრის უარყოფას არ ვცდილობ, უბრალოდ მეშინია, არ ვიცი ამაზე როგორი რეაქცია ექნებათ.  არ ვიცი ვარ თუ არა მზად,  ჩემკენ მომზირალი ზიზღით სავსვე თვალები ავიტანო,  ყველაზე მეტად ჯისუ მაფიქრებს. შემიძულებს? მიმიღებს ისეთს როგორიც აღმოჩნდა რომ ვარ?

- ის შენი მეგობარია პატარავ. მას ისეთი ეყვარები როგორიც ხარ. და ზუსტად ვიცი რომ ჯისუს უყვარხარ.

- ჯიმინ.... - ჯონგუკი უხერხულად იშმუშნება როცა პარკის ხელებს წელზე გრძნობს

- ყველაფერი გამოვა, ნუ ღელავ. როცა ვანგს ვიპოვით და მთელი ეს დრამა დასრულდება მხოლოდ ერთმანეთისთვის ვიცხოვრებთ - ჯონი ღიმილით ისმენს მამაკაცის სიტყვებს და მის მკერდს ეკვრის. ცხოვრება უცნაურია..... ვერასდროს იფიქრებ, ვერც კი წარმოიდგენ ისეთი რამეები შეიძლება გადაგხდეს თავს.

.....................................................

- ბატონო, მეძახდით? - საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა აივანზე მდგომ ვანგს უახლოვდება

MASK (დასრულებული)Where stories live. Discover now