together?

274 36 42
                                    

ვი  უმეტყველო სახით სცემს ბოლთას კაბინეტში, ჯიმინი კი უხმოდ აკვირდება მეგობარს. თავდახრილი დაცვის წევრები შიშით ცახცახებენ, წარმოდგენაც კი  არ აქვთ რას უნდა ელოდნენ გაცოფებული  თეჰიონისგან. ფაქტია ბიჭს შეუძლია ახლავე თვალისდაუხამხამებლად დახოცოს ყველა მათგანი. პარკი დაღლილად ხვნეშის

- ვი, შეწყვიტე. ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, თუმცა.....

- არასასიამოვნო ფაქტი? რას მეუბნები საერთოდ - კბილებში  გამოცრა თეჰიონმა ჯიმინს გახედა - შენ ამას არასასიამვნოს უწოდებ? გაბედა და სროლა კართან ამიტეხა, შენ ამას არასასიამოვნოს ეძახი? რა მოხდებოდა  ჯისუსთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი, რა მოხდებოდა რომ დამეგვიანა? და ამის ფონზე შენ ამ ფაქტს არასასიამოვნოს უწოდებ? - თეჰიონი დაცვის წევრებისკენ ბრუნდება - როგორ დაუშვით ეს? საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებდით? თუ ხვალ დილით იმ ნაბიჭვრების სახელები არ მეცოდინება ყველა თქვენგანს ულაპარაკოდ დავხოცავ. ახლა დამეკარგეთ აქედან - ბიჭები უსიტყვოდ გალაგდნენ კაბინეტიდან.

- აქ რაღაც ისე არ არის ვი,

- ვიცი რისი თქმაც გინდა ჯიმინ  და გეთანხმები.  ვიღაცამ შესანიშნავად იცის ყველაფერი. ჩვენში მოღალატეა, და ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვოთ.

- ნუ ღელავ. შევძლებთ ამას გავუმკლავდეთ. როგორც დამავალე პრეზიდენტთან უკვე გავგზავნე ხალხი. მან აქ მოსვლაზე უარი თქვა. შესაბამისად დაცვა გავაძლიერეთ.

-  დრო თითქმის აღარ გვაქვს. ვანგი შესამჩნევად უკეთეს სიტუაციაშია. მან ყველა ჩვენი ნაბიჯი იცის და სწრაფად ახორციელებს ჩანაფიქრს. - თეჰიონი უღონოდ ეშვება სავარძელში - ეს მას უპირატესობას აძლევს.  როგორ მოხდა რომ მის სოროში ვერაფერი იპოვეთ

- არ ვიცი თეჰიონ,  არაფრის თქმა შემიძლია, ეს ყველაფერი მართლაც უცნაურია, თითქოს იქ უკვე იყო ვიღაც. ყველაფერი გულდასმით შევისწავლეთ. ყველა კუთხე კუნჭული მოვიარეთ თუმცა იქ თითქოს არც  არასდროს  უცხოვრია კრისტოფერ ვანგს

MASK (დასრულებული)Where stories live. Discover now