MABY......

286 33 34
                                    

ცხოვრება ჭადრაკს ჰგავს, სამწუხარო მხოლოდ ისაა რომ აქ შამათით არაფერი მთავრდება................

სეო ჯუნი საკუთარ კაბინეტში მუშაობდა როცა  იქ დაუკაკუნებლად შეიჭრა თეჰიონი და მამობილის  ყურდღება მიიქცია.

- თეჰი? რამე მოხდა? მოიცა ასე რატომ გაქცვია - გაიკვირვა მამაკაცმა, რომელიც ღიმილით ფეხზე წამოდგა. - მინდა გითხრა რომ ეს სტილი ძალიან გიხდება. სულ სხვა ხარ...

-  რაღაც მინდა მოგიყვე და მინდა ყურადღებით მომისმინო. დამპირდი რომ არ გამაწყვეტინებ - წყნარად დაიწყო ვიმ, სეო ჯუნს კი  მისი უჩვეულოდ სუსხიანი ხმის გაგონებაზე გამომეტყველება შეეცვალა 

- შენ თეჰიონი არ ხარ, ჩემი თე ასე არ საუბრობს, მისი ხმა არასდროსაა ასეთი ცივი, რა ხდება? - მკაცრად იკითხა ჯუნმა და ბიჭმა ღრმად ამოიოხრა. წინ აშკარად მძიმე საუბარი ელოდა

- მე ვარ მამა, თეჰიონი, უფრო სწორად ის, ვინც ამ წლების მანძილზე თეჰიონის მიღმა ცხოვრობდა. უნდა მომისმინო, გეფიცები ყველაფერს აგიხსნი. - სეო ჯუნი საკუთარ სავარძელს დაუბრუნდა თეჰიონმა კი მამის პირისპირ დაიკავა ადგილი და კაცს თვალებში ჩააშტერდა. 

- ყველაფერი 15 წლის წინ დაიწყო, როცა პირველად ჩემს ბიოლოგიურ მამას შევხვდი................

რამდენიმე საათით ადრე

ჯიმინი ციებიანივით გამოვარდა ვანგის მანსიონიდან და სასწრაფოდ საკუთარ ავტომობილს მიაშურა. პარკმა მანქანის დაქოქვისთანავე დარეკა ვისთან

- ახლა რა ჯანდაბა მოხდა? - გაისმა გაბეზრებული ხმა, 

- ვანგს სეო ჯუნის მოკვლა ხვალ ღამით სურს. სასწრაფოდ მამაშენის მანსიონში წადი, მეც მალე მოვალ - მოუთმენლად ჩასძახა ბიჭმა და მაშინვე გათიშა. იცოდა ამის გამო თეჰიონი გაცოფდებდა თუცა ახლა იმდენად იყო გამწარებული ეს ნაკლებად აღელვებდა. მალე სამივენის ისევე ისხდნენ როგორც რამდენიმე საათს წინ, როცა პარკმა მათ ვანგის საიდუმლოს შესახებ გაანდო.

MASK (დასრულებული)Where stories live. Discover now