💥💥💥💥

315 36 88
                                    

- რატომ აგვიანებს ასე? - მოუთმენლად იკითხა სამუელმა და სავარძელში ჩაეშვა.

- ჯისუმ  მითხრა რომ  სეულში საღამოს 6 საათზე იქნებოდა. სადაცაა უნდა გამოჩნდეს.

- არ ვიცი ჯიმინ, გული ცუდს მიგრძნობს, მგონი აჯობებდა აეროპორტში დახვედროდი

- მორჩით თავად წავალ და შევამოწმებ - აქამდე ჩუმად მყოფი ვი ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. სამუელმა პარკს ანიშნა რომ უკან გაჰყოლოდა. თეჰიონი სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასავლელისაკენ, მისი ყურადღება მალევე მიიქცია კარიბჭესთან შეჩერებულმა მანქანამ, რამდენიმე წამში კი ჯისუსაც ჰკიდა თვალი, ის მარტო არ იყო. ვიმ ასევე შენიშნა მისი სისხლიანი მკლავი და შესამჩნევად აუჩქარა ფეხს.

- თეჰიონ რა ... მგონი ჯისუ დაჭრილია.... - წამოიძახა უკან მომავალმა ჯიმინმა სწორედ იმ დროს როცა ვიმ  მისთვის უცნობ ახალგაზრდას პრაქტიკულად გათიშული გოგონა ხელიდან გამოსტაცა.

-  რას აკეთებ, ახლავე   გამიშვი ხელი, საერთოდ ვინ ხარ ... მოიცა შეენ - სუსტად თუმცა მტკიცედ გაისმა ჯისუს ხმა და ვის დამპლურად ჩაეღიმა. მის სახეზე გამომეტყველება მაშინვე შეიცვალა როგორც კი "უცნობმა" საუბარი დაიწყო.

- ახლავე დამიბრუნე ჯისუ, საერთოდ  რა ხდება? ან ვინ იყო ის ხალხი, კინაღამ დაგვხოცეს - ბობოქრობდა ჯეიქეი, თუმცა  მისთვის ყურადღება არ მიუქცევია ჯისუ მარტივად აიტაცა ხელში და მანსიონისკენ წავიდა - ჰეი, შენ გელაპარაკები სად მიგყავს - ჯონგუკი შეეცადა თავადაც გაყოლოდა მას, თუმცა ჯიმინმა შეაჩერა იგი და დაკვირვებით აათვალიერა

- დაწყნარდი პატარა  ბიჭო,   სავარაუდოდ შენ გესაუბრე ასეა?

- დავუშვათ ასეა? სად წაიყვანა ჩემი მეგობარი.

- ახლა ამასა ასე ეძახიან? მეგობარია არა? - ჩაიცინა ჯიმინმა რამაც ბიჭის გაღიზიანება გამოიწვია

- არ ვაპირებ რამის ახსნას. მე მხოლოდ ჯისუს გვერდით მინდა ყოფნა, ასე რომ გზიდან გამეცალე - გუკმა უხეშად ჩამოიცილა ჯიმინი და თავადაც მანსიონისკენ გასწია სადაც რამდენიმე წუთის წინ გოგონა გაუჩინარდა 

MASK (დასრულებული)Where stories live. Discover now