ჯისუ კიმების მანსიონიდან შეშლილის სახით გამოვარდა და აკანკალებული მიუჯდა საჭეს. სურდა რაც შეიძლება სწრაფად გაცილებოდა ამ სახლს, ადგილს რომელიც მახედ ექცა... მანსიონიდან საკუთარ პენტჰაუსამდე გზა ვარაუდით განვლო, ძლიერი წვიმის გამო მხედველობა თითქმის არ იყო და მისი ცრემლიანი თვალები საერთოდ ვერ ეხმარებოდა სიტუაციის სწორად აღქმაში. როგორც იქნა სახლამდე მიაღწია, პორტიეს გასაღები საკმაოდ დიდი დისტანციიდან ესროლა და სწრაფად შევარდა უზარმაზარ კორპუსში. ახლა არავის ნახვა არ სურდა, უნდოდა მხოლოდ სიწყნარე და ფიქრი. აუცილებლად უნდა ეპოვა მტკიცებულება რომელიც ამ იდუმალებით მოცულ ამბავს ფარდას ახდიდა. ერთანად აცახცახებული ის ის იყო ლიფტში შევიდა მის გვერდით არსაიდან მაღალი შავგვრემანი მამაკაცი გაჩნდა
- სოიააა, როგორ გამიხარდა რომ გნახე. ამ ბოლო დროს სახლში იშვიათად ხარ, მე კი შენთან ერთად ღვინის წრუპვა და საუბარი მენატრება - ბიჭმა საყვარლად გაუღიმა გოგონას დაა თავისი ბაჭიის კბილები გამოაჩინა
- ჯონგუკ? ჰო დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, ნამდვილად - ოდნავ გაიღიმა ჯისუმაც სასურველ ღილაკს თითი მიაჭირა - სახლში მიდიხარ არა? -ჰკითხა ბიჭსაც. მანაც თავი დაუქნია. ჯონ ჯონგუკი ჯისუს მეზობელი გახლდათ. გოგონა მხოლოდ მას იცნობდა მთელს კორპუსში, და ჰო ისინი ხანდახან გრძელს საღამოებს ატარებდნენ ერთმანეთის კომპანიაში.
- რაღაც გჭირს, რატომ იტირე - იკითხა ჯონმა და შეშფოთებული მზერა მიაბყრო მეზობელს.
- არაფერია, უბრალოდ გავცივდი... ბოლო დღეები ძალიან დატვირთული ვარ, მაპატიე რომ შენთვის დრო არასდროს მრჩება, გპირდები, როცა ყველაფერი დასრულდება ძალიან ბევრს ვისაუბრებთ. ჯისუმ ბიჭს მკრთალად გაუღიმა და ლიფტიდან ორივენი გამოვიდნენ
- მაშინ შევთანხმდით, ღვინო ჩემზეა - ჯონგუკმაც ხელი დაუქნია გოგონას, რამდენიმე წამში ორივენი საკუთარ აპარტამენტებში გაუჩინარდნენ......................
კარგი რა ვი, მეგონა შენთან წავიდოდით - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა სანამ როცა თეჰიონის გვერდით მანქანაში მოთავსდა
- შეწყვიტე, არ გინდა დრამატიზება. მინდა დავლიო და განვიტვირთო - ამოიღრინა ვანტემ და მანქანა დაქოქა. სანას სახეზე მაშინვე მაცდური ღიმილი გამოისახა..
- მაგრამ, სახლშიც შემეძლო მეზრუნა შენს მოდუნებაზე, საერთოდ ამისთვის სასმელი რაში გჭირდება, როცა მე აქ ვარ - გაიბუსა გოგო თუმცა როცა ვის არაფრისმთქმელი მზერა შენიშნა მაშინვე გადაწყვიტა გაჩუმებულიყო.
- გაინტერესებს რისთვის მჭირდება სასმელი? კარგი, რახან ასეა გეტყვი, გონება უნდა გავთიშო, არამგონია ფხიზელმა შენთან დაწოლა შევძლო -კიმის მისი სახე დამპლურმა ღიმილმა გაანათა...

YOU ARE READING
MASK (დასრულებული)
Fanficყოველთვის, როცა ნიღაბს იხსნი გრძნობ როგორ ეჯახები რეალობას.... როცა მას ირგებ ნათლად მსუბუქდება შენი სული..... წლები გადის.... ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ნიღბით თუ უნიღბოდ იგივე ხარ.... ზღვარი იკარგება.... აღარაფერი იცვლება...... ხაზი რეალობასა და თა...