ITS JUST THE BEGINNING.....

283 34 22
                                    

სრული უკუნი..... ავისმომასწავებელი სიჩუმე და შურისძიების მწველი სურვილი, რომელიც სულს გიხუთავს.... კრისტოფერი  დიდხანს ელოდა ამ მომენტს, წუთს როდესაც სეო ჯუნს სისხლში ამოსვრილს ნახავდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა მშვიდად დაეძინა. 

მოზრდილი, ფურგუნის მსგავსი მანქანიდან ორი მამაკაცი გადმოდის და სიბნელეში მეტად პირქუშად მომზირალი მანსიონისაკენ მიემართება. ერთი მათგანი მოუთმენლად ცქმუტავს. სურს რაც შეიძლება სწრაფად მოიყვანოს ჩაფიქრებული სისრულეში, მეორეს კი აშკარად ემჩნევა ნერვიულობა. ჯიმინი იმედოვნებდა რომ დღეს აქ მხოლოდ ისინი იქნებოდნენ თუმცა მოულოდნელად კრისტოფერმა გეგმა შეცვალა და სახლს კიდევ ორი მანქანა მიუახლოვდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა, ბიჭმა ისიც ვერ შეძლო რომ თეჰიონი ამის შესახებ გაეფრთხილებინა. ახლა მხოლოდ უნდა ილოცოს და დაელოდოს რა მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადარჩენა შეუძლებელი გახდება........ პარკს ვანგის ჩურჩული ესმის და სმენას ძაბავს

- ცოტაც, ცოტაც მოითმინე სოიონ. მალე ის ნამიჭვარი წამებით დალევს სულს.... - ჩუმად ქირქილებს კრისტოფერი და სახლში ქურდის მონდომებით იპარება....- პარკი ნერვიულად ხვნეშის. 

- დაცვაც კი არაა, თეჰიონ საერთოდ რა ჯანდაბაზე ფიქრობ, ახლა გმირის თამაში მოინდომე? იმედია საკუთარი სიცოცხლის ფასად არ დაგიჯდება ეს.... - ჯიმინი ისევ ოხრავს და შიგნით შესულ ვანგს სწრაფად მისდევს უკან, საჭიროების შემთხვევაში თავად უნდა იზრუნოს იმაზე რომ იქ მყოფების სიცოცხლე დაიცვას. ფაქტია ეს დაუნდობელი ძაღლი ჯერ კიდევ არ ენდობა

........................................................

- ყველაფერ მზადაა მამა, როგორც კი აქ შემოვა უპრობლემოდ გავაფრთხობინებ სულს - კმაყოფილად ამოთქვა ვიმ და კაბინეტში მამობილის წინ დაიკავა ისევ ადგილი

- თეჰიონ, ეს ამბავი არ მომწონს. დაცვა რა ჯანდაბის გამო არ დგას გარეთ? სემუელის რჩევა უნდა გაგეთვალისწინებინა და მისი ხალხისათვის ნება მიგეცა აქ მოსულიყვნენ - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჯუნმა და ვაჟს მზერა მიაბყრო

MASK (დასრულებული)Where stories live. Discover now