ჩათვალე რომ მოსწონხარ

3.1K 163 88
                                    

დილით ტელეფონის ბზუილმა გამაღვიძა. მიკვირს თავად რატომ ვერ გავიღვიძე რადგან გაჭიმული 12 იყო. მაქსიმუმ 11-ზე წამოვყო თავი...

ტელეფონს დავხედე. მარიამი მირეკავდა ინსტაგრამით. ღიმილით წამოვჯექი და ვიდეო ზარს ვუპასუხე.

-ჰეიიიიი. - დაიყვირა მარიამმა. ისე უბრწყინავდა თვალები გეგონებათ ცისფერ აუზში მზე ჩაანათეს.

-პრივეეტ. - ვუპასუხე ბოხი ხმით და თვალი მოვიფშვნიტე ცალი ხელით.

-ახლა გაიღვიძე გოგო? - მკითხა მარიამმა. მისი ხმა ისეთი მხიარული იყო რომ საეჭვოდ მიიქცია ჩემი ყურადღება.

-რაშია საქმე? რას 'შაინობ?' - ვუთხარი და ცალი წარბი ისე ავწიე როგორც შემეძლო. მარიამმა უსაყვარლესი ხმით გადაიკისკისა თუმცა როგორც კი ღრუტუნის ხმა ამოაყოლა ბოლოს ტელეფონს გამოშტერებული დავაშტერდი. აშკარად კარგ ფეხზე ადგა.

-აუუ უნდა მოვყვე სასწრაფოდ. მერე მოგიკითხავ წესიერად.
ესეიგი, გუშინ დილით რომ გესაუბრე, მაგის შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ საბაგიროზე. მე ნია და ანა ვიყავით მარტო ცალკე. ოღონდ ჩვენი ანა. ხო იცი იმ სულელს არც კი შევხედავ სულ რომ მაძალოთ. ხოდა მოკლედ ჩემი ძმა, სანდრო, საბა და თოკა მოვიდნენ რა. ვლაპარაკობდით რაღაცას აქეთ იქით და უცებ თოკამ მკითხა საბაგიროზე არ გინდა მე და შენ დავსხდეთო?

-ახლა მოვკვდები! მერე? - ჩავერთე აფორიაქებული.

-მეთქი კარგი რატომაც არა თქო. არადა სიმაღლის შიში მაქვს გაქანებული. მარა ისე მაინტერესებდა რას მეტყოდა რო დავთანხმდი ხოდა, ვაიმე მაგისი სახე უნდა გენახა უბრლაოდ. ისე გაუხარდა გეგონება მთელი სამყარო ვაჩუქე. ავედით კაროჩე ამ საბაგიროზე და უკვე მაღლა ვართ საკამოდ რო უცებ გაჭედა ამ საბაგირომ. მართლა მოვკვდი ნერვიულობისგან. ძალიან შემეშინდა. და შემთხვევით ჩავკიდე ხელი თორნიკეს.

-კი კი შემთხვევით. - დავაკომენტარე უცებ.

-არა გოგო მართლა შემთხვევით. თავს ვიკავებდი რომ არ მეყვირა. ძალიან შემეშინდა. ცაში ვიყავი ჩამოკიდებული და თან ვერც ვინძროდით. და თოკამ ხელი მომიჭირა ხელზე. მერე მთლად გადამხვია და მითხრა "ნუ გეშინია მალე შეაკეთებენო". მიჭირს დეტალებში აღწერა მართლა მაგრამ...

ტკბილი თამბაქოWhere stories live. Discover now