Movie Night

4.8K 202 74
                                    

წვეულებებზე როგორც ვიცი სახლი გადაჭედილია აღგზნებული თინეიჯერებით, მუსიკის ხმა არემარეს აყრუებს და ყველა თავის სტიქიაშია... თუმცა ამ სახლს საერთოდ არ ეტყობოდა წვეულების რაიმე.

-ნამდვილად სწორადმოვედით? - ვკითხე ალექსანდრეს. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. თავი თამამი გოგოსავით წარმომედგინა რომელსაც ეკიდა ის, რომ ბიჭთან ერთად ჩვეულებრივი სახლის წინ იდგა თუ ნამდვილი მართას ვერსიასავით გაქცეულიყო.

-კი სწორად მოვედით.

მე გაზონზე დავრჩი ის კი კარებს მიუახლოვდა და ზარი დარეკა.
შემათვარიელა, ალბათ მიხვდა რომ მეშინოდა?
კარები გაიღო საიდანაც საბამ გამოიჭყიტა. ალექსანდრეს ხელი ბიჭურად ჩამოართვა და სახლში შეიპატიჟა. თითქოს მომეშვა.

-მართიკო, რა კაია რო აქ ხარ. შემო - მივუახლოვდი. სანამ თვითონ არ მაკოცა მანამდე არ მივკარებივარ. გაკვირვებული მზერით ჩამათვარიელა
-კარგად ხარ?
დაბნეულმა ჩუმად ვუპასუხე
-კი კი, არაფერია.

რა მემართებოდა? ხომ მინდოდა წამოსვლა? რატომ გავხდი კურდღელივით მშიშარა?

-ალექსამ ხო არ დაგახვია თავბრუ?
მკითხა სიცილით.
არა, საერთოდ არა!

გავუღიმე და სახლში მარჯვენა ფეხი შევდგი. კარებზე რაღაც სხიური ზოლი წარმოვიდგინე - ვითომ, რომ შევიდოდი ჩემს პესიმისტურ განწყობას სახლის გარეთ დატოვებდა. საბამ კარები დაკეტა და სახლში შემიძღვა.
სახლი ისეთივე ტიპის იყო როგორიც ჩემი, უბრალოდ ფერებით და ავეჯით განსხვავდებოდა.
ზალა ჩაბნელებულიყო. ოთახს მხოლოდ დიდი ტელევიზორი ანათებდა. იატაკზე პუფები ეყარა. ერთ-ერთში ალექსანდრე ჩასვენებულიყო და ჭიქით რაღაცას სვამდა. სხვა პუფებიდან თოკამ, სანდრომ და ანამ გამოიხედეს.
-მართა მოსულაო. - თქვა სანდრომ და თავისი გრძელი ტალღოვანი თმა რომელიც კისერს ნახევრად უფარავდა უკან გადაიწია.

-პრივეტებით - ვთქვი თამამად.
მათთან მივედი და ყველა გადავკოცნე. საბა ანას მიუჯდა.
მე კი თვისუფალ პუფზე ჩავეშვი.

ტკბილი თამბაქოWhere stories live. Discover now