ესეიგი...

3.6K 165 40
                                    

რას ვიფიქრებდი ნოემბრის პირველი რიცხვი ასე თუ დაიწყებოდა. ყველანი პირველ სართულზე ვიყავით შეგროვილი და ჩვენი სპორტის მასწავლებელს ვუსმენდით.

-ეს ბოლო იყოს იცოდეთ. არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ასეთ რამეს აღარ გაპატიებთ. თუ კიდევ დავინახავ ღამის ორ საათზე ვინმეს გარეთ გაპარულს, მაშინვე ვბრუნდებით თბილისში!

მე და მარიამი, ჩუმჩუმად ვცვლიდით მზერებს ერთმანეთში. ნამუსი მაწუხებდა რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ მართლა ცუდად მოვიქეცი? რაღაცა არა მგონია ჩემზე ვინმეს ეჭვი მიეტანა. მე მაგალითად მაშინვე ანაზე ვიფიქრებდი. ოღონდ საბას ანაზე არა. იმ პლასტმასის პაპარაცზე ალექსანდრეზე რო ლღვება მარტო. სიამოვნებით ვნახავდი მის შერცხვენილ სახეს. არა ამას მე არ ვამბობ! გვეჩვენება.

-დღეს საბაგიროზე გავდივართ ორივე კლასი. 3 საათისთვის მზად იყოს ყველა. თხილამურები თუ არ გაქვთ არ არის პრობლემა აქირავებენ. გვეყოს სასტუმროში ყოფნა. ბოლოსდაბოლოს სპოტს დავეუფლებით. - თქვა და უცნაურად მოქერავო მონაცრისფრო თმა კარგად გაიკოჭა.

კიბეებზე ავდიოდით მე და მარიამი, როდესაც საშინლად ამაზრზენი ხმა გავიგე.

-თქვენი აზრით ვინ გაიპარა? - კევის ხმამაღლა ღეჭვას თავს არ ანებებდა. - მე კი მაქვს ვიღაცეებზე ეჭვები... - თქვა და თვალები ჩემკენ გამოაპარა.

-მიდი აბრალე ახლა სხვებს. როგორმე ხო უნდა გადაწონო შენი მდგომარეობა. - უთხრა მარიამმა და თვალები აატრიალა.
რამდენიმე გოგოს კეთილი ჩაცინება გავიგე.

-რა იყო ფიქრობ, რომ მე ვიყავი? - ჰკითხა ჭორიკანამ მარიამს და ისეთი სახე მიიღო მისი ჩამოხრჩობა მოგინდებოდა. ზედ ეწერა "მეცოდებიო".

-სწორად მიმიხვდი. - მარიამმა თვალი ჩაუკრა. არა ეს ნამდვილად ჩემი გოგოა.

-ანუ, უბრალოდ რაღაცა თემა წამოვჭერი. ვინმე სხვამ რო დაიწყოს ამაზე საუბარი, იმაზეც იგივეს იფიქრებ? - ბუშტი გაიბერა და გასკდა. ცხვირზე აეკრო და მეც დამცინავად ჩავიცინე.

ტკბილი თამბაქოWhere stories live. Discover now