-მიყვარხარ.

4.3K 177 117
                                    

როდესაც გამარჯვებულ გუნდს (ალექსანდრეს თამადობით) დავემშვიდობეთ და ძლივს გამოვადგით ფეხი მე და მარიამმა, შუა გზაში მითხრა:

-ხომ გითხარი კაბის ყიდვა დაგჭირდებოდათქო.

-მე კი გითხარი ასე წამოვალთქო - ვუთხარი იგივე ტონით. მან თვალები აატრიალა.

-მალე მივიდეთ თორემ ვერ ვითმენ ისე მინდა ჩავიცვა. - თქვა მარიამმა.

მანქანაში ჩავსხედით და გამარჯვებულის სახით წამოვედით ჩვენი სკოლისაკენ. უკვე 10 ხდებოდა. ირგვლივ ყველაფერი ბნელოდა, მხოლოდ სახლები, ქუჩის ნათურები და უზარმაზარი საცობი ანათებდა.

-ვაიმე გაადგან ფეხი. - აღმოხდა ტელეფონში თავჩაშვებულ მარიამს.

ისე ნელა მოძრაობდნენ რომ ვინატრე ჩემი მანქანა მფრინავი ყოფილიყო.

სახლში არცერთს არ შეგვივლია ისე მივედით ჩვენს სკოლაში. ეზოში ბავშვები ირეოდნენ. ზოგს ისევ კალადბურთის ფორმა ეცვა.
უზარმაზარი დერეფანი სადაც ჩვეულებრივ მხოლოდ კედლებზე ეკიდა რაღაც პლაკატები, მთლიანად მორთული იყო ფერადი ლენტებით და დეკორაციებით. კალადბურთის ბუშტები ეკიდა და მუსიკა დაბალ ხმაზე ისმოდა.

-რა სისულელეა. - თქვა მარიამმა. მის მზერას თვალი გავაყოლე და აღმოვაჩინე რომ ყველა მასწავლებელს ერთად მოეყარა თავი. ეს აშკარად ბებრუხნული წვეულება იქნებოდა. ან წვეულებაც აღარ ქვია უკვე.

-აპირებ გამოცვლას? - ვკითხე ცინიკურად.

მანაც მკვლელი მზერით გამომხედა და ხელში პარკებს დახედა.

***
როდესაც ყველა მოთამაშემ ერთად მოიყარა თავი კლასიკურად გამოწყობილებმა, ტაშის დაკვრა და ფსტვენა მთელმა სკოლამ დაიწყო. მათ შორის მეც.

დირექტორი ნანა მიკფონით ხელში შუაში დადგა, რომ ყველას დაენახა. მიკროფონის შნუ გაასწორქ და ღიმილით დაიწყო.

-დღეს კიდევ ერთხელ ასახელეთ სკოლა. გილოცავთ ბავშვებო გამარჯვებას! - ტაშის ხმამ მარიამის თვალის ტრიალთან ერთად იმატა.

ტკბილი თამბაქოWhere stories live. Discover now