მარიამი ჩემს ოთახში ფანჯრის რაფაზე იჯდა და მოწყენილი გაჰყურებდა საშინელ ამინდს. გარეთ წვიმდა და ელავდა. ქუხილი მთელს მიდამოს აყრუებდა.
-სახლში ვეღარ წავალ. - თქვა და ტელეფონი აიღო.
-რა სახლი ქალო ამაღამ აქ რჩები. - ვთქვი და ხელი ცაში უაზროდ ავწიე. ასეთები მარტო მე მემართება?
-ხო ვრჩები. დედას დავურეკო. - თქვა და გავიგონე ტელეფონში როგორი გავიდა ზარი. გავიღიმე თუმცა არც მიკივია და არც მიწივია.
ძლივს წამოვდექი და კიბეეებზე ჩავეშვი. უკან ნეპი გამომყვა. ტელეფონი გათიშულზე მქონდა შეერთებული რომ მალე დატენილიყო, ამიტომაც დედასთან დარეკვა სახლის ტელეფონით გადავწყვიტე. სამზარეულოში შევედი და დაველოდე როდის აიღებდა დედაჩემი ტელეფონს.
მესამე ზარზე მიპასუხა:
-ალო დედა მე ვარ. - ვთქვი და კარადიდან დასახალად მზესუმზირა გამოვიღე.
-ვიცი დე. ტელეფონზე რომ გირეკავ რატომ არ პასუხობ?
-დამჯდარია და გათიშულზე ვტენი. - ვუპასუხე უგემური მზესუმზირით პირ გამოტენილმა. - რას აპირებ? სახლში ვერ მოხვალ ხო?
პარალელურად ტაფა გავაცხელე და შიგნით მზესუმზირა ჩავყარე.
-ვერა. - მისი ხმა როგორც ექო ისე გაისმა. კი მაგრამ რამე მოუვიდოდა, რომ დანარჩენებთან ერთად წამოსულიყო სამსახურიდან? მარტოდმარტო ვერ დავტოვებდი იმხელა შენობაში. უცებ ძალიან მაცდუნებელი აზრი გამიჩნდა. ვიცი, შეიძლება ეგრევე გაეთიშა ტელეფონი, მაგრამ მაინც ვუთხარი.
-მამას რო დაუკერო?
მისი ხმა რამდენიმე წამის განმავლობაში არ გამიგია.
-მაგაზე მეც ვიფიქრე მაგრამ არა.
რაო? ვიფიქრეო?
-რატომაც არა? აბა მარტო უნდა იყო? მიდი დაურეკე მამაჩემია ბოლოს და ბოლოს.
![](https://img.wattpad.com/cover/235566184-288-k491546.jpg)
YOU ARE READING
ტკბილი თამბაქო
Romance"ალექსანდრემ გამიღიმა. უბრალოდ ერთი მზერით მომწამლა. და ეს საკმარისი იყო რომ უსასრულობა შემეგრძნო".