Sleepover

4.7K 195 32
                                    

დილით როდესაც 11 საათზე გავიღვიძე, თავს უბედნიერეს გოგოდ ვგრძნობდი. თითქოს დავფრინავდი და დავფარფატებდი...
ყველა გოგო ასეა როდესაც ვინმე უყვარს ან მოსწონს და იგივეს იღებს?
ახლა თითქმის წამომცდა, რომ ალექსანდრე მომწონდა.
არა, გამორიცხულია.
ყველა ბიჭს რომელიც მართიკოს დამიძახებს ეგრევე ვერ მოვიწონებ. მაგრამ ჩემი სახელის შესაყვარლისებულ ფორმებს ხომ საბაც, თოკაც, სანდროც და გიორგიც ხმარობდნენ.
ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა!

   უჯრიდან "ტკბილი თამბაქო" ამოვიღე და უნებურად ვაკოცე.
   აბაზანაში შევედი, ხელ-პირი დავიბანე და მოვწესრიგდი.
რადგან დღეს შაბათი იყო და სამეცადინოც ბევრი არ მქონდა, გადავწყვიტე თბილად ჩამეცვა და წიგნს ჩავჯდომოდი, ან მეცეკვა და მემღერა. როდესაც პირველ სართულზე ჩავედი სამზარეულოში მაგიდაზე გაწყობილი საუზმე დამხვდა. ომლეტი პომიდვრით და მაიონეზით. იქვე წერლიც იდო დედაჩემისგან:
"მართ, დღეს სახლში სავარაუდოდ ვერ დავბრუნდები, კაბინეტში უამრავი საქმე მაქვს. საშინელებაა ვიცი შაბათია და არ უნდა ვიყო სამსახურში მაგრამ კლიენტი ისეთი საზიზღარია რომ მერჩივნა პირადად შევხვედროდი... ჭკვიანად იყვაი დედა და არ მოიწყინო. მეგობრები მოიყვანე სახლში და იყავით თქვენ გემოზე. უბრალოდ ნურაფერს დალეწავთ და ზედმეტებშიც ნუ გახვალ! გაკოცე დე"

მის მონაწერს ვაკოცე და მაგიდას მხიარულად მივუჯექი. ფეხშიშველი ფეხებით ტელევიზორთან მივირბინე და one direction - ის" history" ჩავრთე. ეს მუსიკა ყოველთვის ცრემლებს მგვრიდა მაგრამ დღეს ისეთ ხასიათზე ვიყავი ვერაფერი გამიფუჭებდა გუნებას.

საუზმე იმაზე გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.

ცეკვაცეკვით ჭურჭელი გავრეცხე და სავარძელში წამოვწექი. არ მინდოდა დრო უქმად მეტარებინა.
უცებ დედაჩემის შემოთავაზებაზე დავფიქრდი.
მეგობრები აქ მომეყვანა მართლაც მაცდუნებლად ჟღერდა. თუმცა ალექსანდრეც ხომ ჩემი მეგობარია?
გადავწყვიტე მათთვის (მისთვის) თავი მომენატრებინა ამიტომაც მარიამს შეტყობინება გავუგზავნე:
"sleepover! დედაჩემი სახლში არაა, ახლა მარტო ვარ ამიტომ ჩემთან ამოხვიდი, შენი საყავრელი პიჟამოები წამოიღე და მოკლედ რაც გაგიხარდრბა. ვაიმე მარიამ ისეთი რაღაცა უნდა მოგიყვრ რომ თავლებს გადმოყრი!"

ტკბილი თამბაქოWhere stories live. Discover now