მარიამ, გამოდი! უნდა ჩაგეხუტოოო! ჯერ მხოლოდ ერთი თავი იდოო 🥺🥺🥺🥺❤️
____
თეჰიონი უდარდელად მიაბიჯებდა ქუჩაში, ხელში ბოსტნეულის ჩანთა ეჭირა და სახლში მიიჩქაროდა, უნდოდა მამამისის დაბრუნებამდე მოესწრო საჭმლის გაკეთება, ის და ჯინი კვირაგამოშვებით ამზადებდნენ.
-ჰეი, ლამაზო.
-ჰეი, თავიდან მომწყდი!-ძმები კიმები არასოდეს გამოირჩეოდნენ მორიდებულიბით.
-ასეთი უხეში რატომ ხარ?
-მომშორდი.-ომეგამ ხელი კრა შემაწუხებელს.
-მოდი, გავერთობით.
-პოლიციას დავურეკავ თუ არ მომშორდები.-წიოდა თეჰიონი.
-ვერ გაიგე? არ სიამოვნებს.-თეჰიონი შეხტა, როდესაც ალფას ხმა გაიგო, გულზე მოეშვა ჯონგუკი რომ დალანდა იმ შემაწუხებელის უკან.
-შენ ვინ გეკითხება?-ბიჭს პირიდან ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა.
-აუ, შენი თავი მქონდეს მაინც.-ჯონმა თავში ნიკაპი ჩასცხო უცხოს და ისიც იქვე წაიქცა.-წამოდი, მიგაცილებ.
-ის კარგად იქნება?
-თუ არც იქნება.-ხელი აიქნია ჯონგუკმა და გზას იმ მხარეს გაჰყვა, საითაც თეჰიონი მიდიოდა.
-ჰეი, დამიცადე.-კიმი სიმწრით დაეწია ალგას დიდ ნაბიჯებს და გვერდით ამოუდგა.-ასე ნუ გარბიხარ, გული ამომივარდა.-გულზე მიიდო ხელი ომეგამ და მეორე ხელით ალფას სვლის შეჩერებას ცდილობდა.
YOU ARE READING
ქვიშის სასახლეები
Fanfictionდასრულებული 🔞 -ჯინის ძმასთან მეგობრობ, ხომ ასეა?-ჯიმინმა თავი დაუქნია.-შეგიძლია გადასცე ნუ მწერს გამუდმებით.