თეჰიონმა გაურკვევლად გაახილა თვალები, თითქმის პირველი საათი იყო, მაინც გააბრაზა ფაქტმა, რომ გააღვიძეს, თუმცა მოსაუბრემ ხმის ამოღება არ დააცადა.
-ჩვენ რომ გვინდოდა იმ კოლეჯში მოვხვდით, თე.-ყვიროდა აღელვებული ჯონგუკი. თეჰიონმა თვალები მოსირსა, ვერაფერში გაერკვა, მაგრამ გულმა უფრო მარდად დაიწყო ცემა. ერთადერთი რაც გაიგო იყო, "ჯონგუკი სასურველ კოლეჯში ისწავლის". სისხლი სახეზე მიაწყდა ნერვიულობისაგან, ხელები აუკანკალდა.-თე, გესმის?-უკმაყოფილობ ბლუყუნებდა ჯონგუკი.
-გუკი, მაგარაია, ძალიან მიხარია,-დაბნეულად ამბობდა კიმი, თან მობილურში თავისი ამბის გამორკვევას ცდილობდა, სამჯერ შეეშალა პირადი ნომერი. მობილურის ეკრანზე ლამაზად გამოისახა იმავე კოლეჯის სახელი, რომელზეც გუკი საუბრობდა, თეჰიონმაც ჩააბარა, თანაც იქ სადაც უნდოდა და თანაც ნახევარი დაფინანსებით. მზესავით გაიბადრა თეჰიონი.
-გუუუ, მეც... მეც ჩავაბარე,-ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა თეჰიონს.
-ჰო, თეჰი, შენც ჩააბარე, შენიც შევამოწმე.-კიმი დარწმუნებული იყო ჯონი უღიმოდა. ცრემლები მოაწვა, თავისით მოახერხა, ყველაფერი დაუხმარებლად, თანაც დაფინანსებით. ძალიან ბედნიერი იყო.
-გუუ, მე მამას და მამიკოს უნდა ვუთხრა, კიდევ ჯიმინს დავურეკო, საღამოს გნახავ, კარგი?
-კარგი, ლამაზო, საღამომდე მაშინ.-თბილად უპასუხა გუკმა.
-გუკ.
-ჰო?
-გილოცავ.
-მეც გილოცავ, თე.
გაითიშა თუ არა მობილური კიმი გიჟივით წამოვარდა და ქვედა სართულზე გავარდა ყვიროლით "მამა" "მამიკო" "ჯინ ჰიონ" თეჰიონის შეუჩერებელ ყვირილზე ყველა მისაღებში გავარდა, შეშლილი სახეებითა და ამოვარდნილი გულით. ჯინს უნდიდა ჩაერტყა, როცა დაინახა ძმას არაფერი მოსვლია და უბრალოდ ასე ყვიროდა. თეჰიონმა მობილური მიუშვირა ძმას, ჯინმა მობეზრებით დახედა ეკრანას და სახე გაუნათდა, თეჰიონს ძმის რეაქციაზე ცრემლი მოაწვა.
YOU ARE READING
ქვიშის სასახლეები
Fanfictionდასრულებული 🔞 -ჯინის ძმასთან მეგობრობ, ხომ ასეა?-ჯიმინმა თავი დაუქნია.-შეგიძლია გადასცე ნუ მწერს გამუდმებით.