ამინდები ისევ აიარია, თეჰიონი საშინელ განწყობაზე იყო. საერთოდ აღარ უნდოდა გარეთ გასვლა. სამსახურშიც კი არ სურდა წასვლა. სამაგიეროდ ჯიმინი დაფარფატებდა ყვითელი ქურთუკითა და ახლად ნაყიდი ჭრელი ბოტებით და სამყაროს ფერებს აძლევდა.
-ჩაჯმულ ბავშვს ჰგავხარ, რომელიც პამპერსს გადააჩვიეს და ახლა ეშინია თქვას რომ შერცხვა.
-ჯიმინ, გააჯვი.-თეჰიონს ჯინი ენატრებოდა. რაც ჯინმა ნამჯუნისა და ჯიმინის ამბავი გაიგო ომეგა იშვიათად რეკავდა. თითქმის აღარაფერზე საუბრობდნენ, არ უყვებოდა როგორ გაატარა დრო, რა ხდებოდა კოლეჯში ვის შეხვდა და საერთოდ როგორი იყო სეული თითქმის რვათვიანი ცხოვრების შემდეგ.
ტყუილი იქნება რომ თქვა თეჰიონი ორ ცეცხლს შუა იწვოდა-მეთქი, რადგან არასოდეს თვლიდა ჯინს მართლად ნამჯუნთან მიმართებაში, მითუმეტეს ახლა, როდესაც ალფას შეყვარებული ჰყავდა. ჯიმინი მისი საუკეთესო მეგობარიც რომ არ ყოფილიყო მაინც ასე იფიქრებდა. ჯინი ბავშვობიდან ეგოისტი იყო, ყოველთვის ისე უნდოდა, როგორც თვითონ იტყოდა. თეჰიონს ახსოვს, ჯინს შესთავაზეს ისე გავაკეთოთ, ვითომ, შენ მშორდებიო, მაგრამ ჯიუტმა და თავისნათქვამა ომეგამ მაინც ისე ქნა როგორც მიიღო, ერთხელ ცხოვრებაში ყველამ უნდა გადავიტანოთ იმედგაცრუება და აი ჯინის იმედგაცრუებაც.
-ჯიმინ.
-ჰმ?-ჯიმინი ზურგით იწვა კიმის გვერდით, მიბილურში აკეთებდა რაღაცას.
-მიყვარხარ.-თეჰიონი მაღლა ასრიალდა, უნდოდა ჯიმინის გულზე დაედო თავი.
-ვაიმე, ჩემი პატარა ქაჯი. მეც სიგიჟემდე მიყვარხარ, თე.-პაკმა თმები აუჩეჩა მეგობარს. ჯიმინი არ იტყუებოდა, არც გადამეტება იყო, მართლა გაგიჟებით უყვარდა, თეჰიონი.
-დარჩები? რამე გემრიელი გავაკეთოთ და მერე რამეს ვუყუროთ.
-ჯერ ხომ მაინც ადრეა,-ომეგამ საათს გახედა, დღის ორი საათი იყო. გარეთ ისე წვიმდა ძაღლი არ გაიგდებოდა.
YOU ARE READING
ქვიშის სასახლეები
Fanfictionდასრულებული 🔞 -ჯინის ძმასთან მეგობრობ, ხომ ასეა?-ჯიმინმა თავი დაუქნია.-შეგიძლია გადასცე ნუ მწერს გამუდმებით.