6

756 85 94
                                    

   ასე უჩვეულოდ სწრაფად მიილია ზაფხულის პირველი თქვე. ნამჯუნმა იშოვა თუ არა თავისუფალი დრო ჯიმინთან წავიდა, იმ საღამოს მერე არ ყავდა ომეგა ნანახი. ჯიმინს სათვალეები დაეკოფსა ცხვირზე და პოპკორნით შეიარაღებული ფილმს უყურებდა. ჯიმინი კინაღამ სირცხვილით მოკვდა, ნამჯუნმა მაშინ შეუღო კარი მისაღების დიდ ტელევიზორში რომ "სექსი დიდ ქალაქში" ჰქონდა ჩართული და კელისა და ბიგს სექსი ჰქონდათ.

-შენს სახეს შეხედე,-ნამჯუნი ლამის სიცილისგან ცუდად გახდა, ჯიმინს სახე მწვანე ჰქონდა.

-როგორ მრცხვენია შენი.-სახეზე ბალიში მიიფარა ჯიმინმა.

-ნუ გრცხვენია, ფილმს უყურებდი, მერე რა?-მხრები აიჩეჩა ჯუნმა.-თუ გინდა გავაგრძელოთ.

-ჰიოონ,-ჯიმინმა ბალიში მიარტყა ნამჯუნს.

-კარგი, მოდი რამე სხვას ვუყუროთ, მიდი პირი დაიბანე და მანამდე მე რამეს ჩავრთავ.

-კარგი.-ჯიმინი გავიდა, უნდოდა თეჰიონისთვის მოეყოლა რა სირცხვილიც დამერათა მაგრამ ჯინის ძმას ამაზე ვერ დაელაპარაკებოდა.

-რა გჭირს?-ჯიმინი პირს იბანდა, თან თეჰიონს ესაუბრებოდა.

-დენა მაქვს,-წუწუნით თქვა თეჰიონმა, თანაც რაღაც ხმებს გამოსცემდა.

-კიმ, რას აკეთებ?-გამკიცხავად ჰკითხა ჯიმინმა.

-ცუდ დროს დამირეკე.

-არ თქვა,-ჯიმინმა მაშინვე გაუთიშა, ზუსტად იცოდა რა ჯანდაბასაც შვებოდა.

  პაკს კარგახანს დააგვინადა, იმედი ჰქონდა ნამჯუნი მიხვდებოდა მისი ყოფნა რომ დისკომფორტს უქმნიდა უმცროსს და წავიდოდა, მაგრამ შეცდა. ჯუნს "ხელშეუხებელნი" ჩაერთო და ჯიმინის პოპკორნს ჭამდა. ომეგამ კიდევ გამოიტანა სასუსნავები და დივნის ქვეშ, მასზე მიყრდნობილი დაჯდა. საერთო ჯამიდან ჭამდნენ სასუსნავებს ჯიმინმა რაც ნახა გამოზიდა.

-მიყვარს ეს ფილმი,-აუტანელი უხერხულობა ნამჯუნმა დაარღვია.

ქვიშის სასახლეებიWhere stories live. Discover now