პაკ ჩანიოლი ბავშვობიდან თეჰიონის აკვიატება იყო, მათი მამები ერთმანეთს ადრეც იცნობდნენ და როდესაც ტოლი შვილები ეყოლათ უფრო განმტკიცდა მათი კავშირი. პატარა ომეგები იმდენად დაახლოვდნენ რომ ერთმანეთის გარდა არავინ უნდოდათ. ტიროდნენ, როდესაც სახლში წასვლის დრო მოვიდოდა და რომელიმე ავად იყო. ხომ ხვდებით რამდენად დიდიხნის ნაცნობობა აკავშირებდათ უფროს პაკსა და უმცროს კიმს. ჩანიოლი ძმაზე ორი წლის უთროსი იყო და როდესაც სახლში პაწაწინა ომეგა მოუყვანსე ჭკუიდან გადავიდა, თავს ევლებოდა, უნდოდა სულ ხელში სჭეროდა და მოფერებოდა, ყურადღებას აქცევდა, სანამ მამიკო რაღაც საქმეებს აკეთებდა სახლში და ჯიმინს ეძინა. მალე კი ჩანიოლს ორი პატარა თოჯინა გაუჩნდა, ორი კიკინებიანი ანგელოზი, გაილაშქრებდნენ-ხოლმე ალფას წინააღმდეგ და ათას რაღაცას უშავებდნენ. ცოტა რომ წამოიზარდნენ თეჰიონს ტვინსა და გულში შეუძვრა ფიქრები ჩანიოლზე და მალე ძმასა და მეგობარსაც გაანდო. არავინ იცის, თავად თეჰიონმაც კი, ეს რეალური გრძნობა იყო თუ ბავშვური აღფრთოვანება, მაგრამ კიმი საკუთარ აზროვნებაში კვებავდა ჩანისადმი გრძნობებს და გულში ლამაზ ყვავილად ზრდიდა.
ზოგჯერ, ათასში ერთხელ, თეჰიონი თავს უფლებას აძლევდა ეფიქრა, როგორ იწვა ჩანი მასთან ჩახუტებული. ალბათ, ყველა ომეგას უფიქრია ტკბილ და თბილ ოჯახზე, ოჯახზე რომელიც მისი იქნება, თავად დაუდებს დასაბამს და სიყვარულით სიყვარულს დააშენებს.
ამ მიამიტი აზრებით კიმი საკუთარ სხეულს ხელებს შემოხვევდა, ბალიშში ჩაიკარგებოდა და ისე იღიმოდა თითქოს საკუთარი თავი კი არა ჩანიოლი ეხვეოდა. ამაზე შორს არ მიდიოდა მისი აზრები, არასოდეს მისცემდა თავს უფლებას ჩანი წარმოედგინა საკუთარ თავზე შეხებისას ან სხვა სიტუაციაში. უბრალოდ თეჰიონს ალფას სიყვარული და მზრუნველობა აკლდა და სჭირდებოდა. ჯიმინს ძმა ჰყავდა, ჯინს ნამჯუნი, იუნგის ჰოსოკი და ყველას ვიღაც ჰყავდა, ვინც დაიცავდა, კიმები კი ომეგები იყვნენ და საკუთარი თავის დაცვაც მხოლოდ ენით შეეძლოთ, არავინ ჩაეხუტებოდა და ეტყოდა რომ ყველაფერი კარგადაა, ვერავის მკლავებში გრძნობდა დაცულობას, ალფები რომ ეხვეოდნენ, არა აქვს მნიშვნელობა მეგობრები თუ ნათესავები უხერხულობისაგან არ იცოდა სად შემძვრალიყო. პაკ ჩანიოლი კი ისე მიიღო, როგორც მისი მომავალი.
YOU ARE READING
ქვიშის სასახლეები
Fanfictionდასრულებული 🔞 -ჯინის ძმასთან მეგობრობ, ხომ ასეა?-ჯიმინმა თავი დაუქნია.-შეგიძლია გადასცე ნუ მწერს გამუდმებით.