პაკ ჯიმინსაც ჰყავდა აკვიატება, თეჰიონის სიტყვებით რომ ვთქვათ თავისი ჩანიოლი. ამ მამაკაცს პიტერ პეინი ერქვა. პიტერი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ოცდაათს ცოტათი გადაშორებული და უნიჭიერესი. ჯიმინმა ის პირველად ხელოვნების გაკვეთილზე ნახა, მაშინ ახალი დაშორებული იყო ჯონთან და ეს მამაკაცი უბრალოდ სახეში გალაწუნება იყო ჯიმინისათვის. ყველაფერი კი აი ასე მოხდა.
ახალგზარდა პაკი მაქსიმალურად ცდილობდა არ შეემჩნია დანაკარგისა და ბრაზის განცდა, იმედგაცრუება, რადგან ის მიაგდეს, ასე იყო თუ ისე გარეგნულად ეს ყველაფერი ასე ჩანდა ჯიმინისათვის. ჯონი იუნგის ერთთვიანი ნაცნობობის მერე ისე მიეწება, როგორც პეპელა ყვავილს, ნუ სხვა შედარებაც შეიძლებოდა, მაგრამ ჯიმინი ასეთი არ იყო და საყვარელ მეგობარს ბუზს არ შეადარებდა, ხოლო მის მეორე ნახევარს ნეხვს. ასე იყო თუ ისე, ჯიმინი ძლიერა ომეგას როლში განმტკიცდა და სკოლაში ისე განაგრძო სიარული თითქოს ერთი უიმედო პაემანი გადაიტანა და მორჩა. ხელოვნების მასწავლებელმა ბავშვებს პიტერი გააცნო. ომეგა მოხიბლული იყო ახალგაზრდა ხელოვანით, რომელიც გალერეაში მიშაობდა, ხელოვნების დოქტორი იყო და პატარა ქალაქში თავგადასავლებს ეძებდა. პიტერმა უმაგრესი ლექცია წაუკითხა მოსწავლეებს და გალერეაშიც მიიწვია, მის პერსონალურ სტუმრებად, რომელთაც თავად მოუწყობდა ექსკურსიას. ჯიმინს არ დაუვამს სხვა ომეგების მსგავსად კითხვები, არ უყვარდა თავის გამოჩენა და მაშინ არც განწყობა ჰქონდა შესაბამისი, პიტერს პირისპირ სკოლის ეზოში შეხვდა, ხეებს შორის გადებულ სკამზე იჯდა და ლანჩს მიირთმევდა, გაკვეთილს აცდენდა. ჩაფიქრებულს ფოტო კამერის ჩხაკუნი მოესმა და დაირცხვინა, გაბრაზდა კიდევაც, ვის მოსწონს დაუკითხავდ რომ უღებენ, თანაც ხელში სენდვიჩით და ფიქრით სახეზე. პიტერი დაპირდა რომ ეს ფოტო მისი პირადი მონაპოვარი იყო და არავის აჩვენებდა, ჯიმინმა თავი დაიიმედა, რომ ეს კაცი ნაბიჭვარი არ იყო და ცუდი მიზნებისთვის არ გამოიყენებდნენ მის ფოტოს, სააბაზანოში ან ძილის წინ.
YOU ARE READING
ქვიშის სასახლეები
Fanfictionდასრულებული 🔞 -ჯინის ძმასთან მეგობრობ, ხომ ასეა?-ჯიმინმა თავი დაუქნია.-შეგიძლია გადასცე ნუ მწერს გამუდმებით.