7

787 86 74
                                    

  კრისის დაბადების დღეზე წასვლა-არ წასვლაზე ჯიმინი არც კი დაფიქრებულა, ომეგებმა ფეხსაცმელი იყიდეს კრისისათვის, ჯონგუკის ნაყიდ ქურთუკს რომ მოუხდებოდა ისეთი.

  კრისს ნათესავი ომეგა ჰყავდა, ბიძად ეკუთვნოდა, კაცი საკუთარ თავს ვლადს ეძახდა და ყველას აიძულებდა იმავეს. არავინ იცოდა მიზეზი, თუმცა, არც არავინ დაგიდევდათ. ომეგა ერთობ გატუტუცებული და თავგასული არსება იყო. ორმოცს გადაცილებული გახლდათ. არ დაქორწინდა, იმდენად აუტანელი და თავკერძა იყო საკუთარმა ალფამაც ვერ გაუძო. ომეგას უნდოდა რომ ყველაფერში პირველი ყოფილიყო, ერუდირების სიმბოლოდ თვლიდა თავს. მამაკაცი განთქმული იურისტი იყო, სადაც იყო მოსამართლე გახდებოდა. ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი რასაც ადამიანი ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ გაბედავდი წარმოდგენას. კაცს ქალაქიდან ოცი წუთის სავალზე დიდი სახლი ჰქონდა. სამ სართულიანი სახლის ბოლო სართული მთლიანად ვერანდას ეკავა. ორი მხრიდან ამოშენებული იყო, ორი მხარეც შიშველი ჰქონდა. კარგად გაეთვალათ საიდან ურტყამდა ძირითადად ქარი. ჰქონდა ღია და დახურული აუზი, აუზი თევზებისათვის, მოახლეები და მაინც არ იყო კმაყოფილი და ბედნიერი, თვლიდა რომ გვერდით ვინმე სჭირდებოდა. ვინმე ვისაც დაეყრდნობოდა, მაგრამ არავინ ეგულებოდა ამის ღირსად, თავადაც არ იცოდა რა უნდოდა.

   ომეგას ახალგაზრდა ალფები მოსწონდა, თვლიდა რომ ახალგაზრდა ალფებსაც მოსწონდათ ის, იყო მიდიდარი, წარმატებული და სასურველი. უშნო არ ეთქმოდა, არც შეუხედავი, უბრალოდ უცნაური აგებულება ჰქონდა, წვეილი, ჯოხებივით ფეხები, ასეთივე ხელები და უცნაური მუცელი, გეგონებოდათ გაბერილ ბუშტს მალავდა მაისურის ქვეშო, გამუდმებით ვიწრო ლეგინსებითა და ჯინსებით დადიოდა ისე ჰქონდა მიტყეპეული ტანზე ეს ნაჭერი თითქოს კანი იყო, განსხვევებული ფერის და მერე ეს დიდი მაისური ზემოდან გადმოფარებული, თითქოს გამუდმებით ორსული იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო სტუმრები უყვარდა, დიდი პატივისცემით მიგიღებდა და ისე გამოგისტუმრებდა, თითქოს მეფე ყოფილიყავი. უდიდეს პატივს სცემდა სტუმარს ოჯახში. კრისისა და მისი სამეგობროს სტუმრობა განსაკუთრებუთ უხაროდა ამდენი ახალგაზრდა ალფა მის სახლში, ყველა ეფლირტავებოდა და ზრდილობიანად ექცეოდა. სწორედ ამ ომეგამ დაპატიჟა კრისი, რათა დაბადებისდღე აუზთან გაემართა. საინტერესო ფენომენი იყო, მლაშე წყლის გვერდით გაზრდილ ახალგაზრდებს, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერ წამს დამტკბარიყვნენ ტალღების მოძრაობით საკუარ სხეულზე, რაში სჭირდებოდათ აუზი.

ქვიშის სასახლეებიWhere stories live. Discover now