რომ არ დააკომენტაროთ, უბრალოდ მოგკლავთ😗
4308 სიტყვაა
~ ~ ~*~*~ ~ ~
რთული აღსაქმელია ის, რომ ოდესღაც მარტო დარჩები, ყველასგან მიტოვებული და დაკარგული. ვერც მიხვდები რომელია სწორი გზა და ვერც სხვა მიგითითებს, რადგან მარტო ხარ. რთულია, მაგრამ ეჩვევი. შემდეგ კი აღარაფერი გადარდებს საკუთარი თავის გარდა. მარტოობაში გხდება სული და ვერც იმას იგებ თუ რა არის საყვარელი ადამიანის მიმართ იგრძნო რამე. შეეხო, აკოცო ან მასთან ერთად გაატარო დრო.
ვფიქრობ, მეც იგივე მემართება. ვხედავ ნელ - ნელა როგორ ცარიელდება ჩემი ცხოვრება და ცენტრში ვრჩები მხოლოდ მე - კი თეჰიონი. რომელიც ამ ყველაფრის თავი ვარ და... რთულია. საწყენია, მაგრამ ვერაფერს შევცვლი, უბრალოდ... მე უკვე ძალიან დავიღალე და დროა გავუშვა ყველაფერი, რაც და ვინც უნდა გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან. უბრალოდ შევეგუები, სხვა არაფერი შემიძლია, ძალაც კი არ შემწევს.
- თეჰიონ?- კითხვასავით ისმის ჯიმინის ხმა, იმ წამს აღებს ოთახის კარს და გაკვირვებული სახით შემოდის შიგნით.- აღარ დგები? მეგონა უკვე მზად იყავი.
ბუზღუნებს და კარადიდან ტანსაცმელს იღებს, რადგან იცის რომ კიდევ ნახევარი საათი აღარ ავდგები აქედან.
- შენ თვითონ წადი, არ მინდა,- საბანს თავზე ვიფარებ, იმის იმედით რომ პაკ ჯიმინი ჩემი ოთახიდან გავა, მაგრამ ჯანდაბა, არა.
- ადექი, ადექი, უარს არ მივიღებ და მორჩა,- ატრიალებს თვალებს და ოთახიდან გადის. ვიცი, თხუთმეტ წუთში თუ მზად არ ვიქნები, ის აუცილებლად ძალით ჩამაცმევს ტანსაცმელს და მე ისევ პატარა ბავშვივით ვიგრძნობ თავს.
წესით, არაფერი ხდება. მე უბრალოდ უნდა ავდგე და სამსახურში წავიდე, რადგან უკვე ერთ კვირაზე მეტია ვაცდენ. პაკ ჯიმინი კი დილის შვიდ საათზე მაღვიძებს მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო პარკში გასეირნება არ სურს. სამაგიეროდ, ჩემთან ერთად კარგი აზრია.
YOU ARE READING
𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎
Actionყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მე ის შემიყვარდა. აქამდე თითქოს თავს ვიტყუებდი, რომ მისი ვიზუალი მიყვარდა, მაგრამ შევცდი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მტკივნეული, სევდით სავსე, მაგრამ მაინც რომ მაბედნიერებდა. რა მექნა, მე ი...