ისე ხდება რომ ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია, თეჰიონი ამ შემთხვევაში თავს ზედმეტად მარტო გრძნობს. ოთახიდან ოთახში დაიარება, ტელეფონს ხელს არ უშვებს, შეტყობინებას წუთში ათჯერ ამოწმებს ხელახლა. დადის აკანკალებული ტუჩებით, ხელებს თმებში იცურებს და ძლიერ ქაჩავს.
ჰოსოკის ასეთ პასუხს არ ელოდა. ეს ბიჭი მოსვენებას არ აძლევს. ფიქრს არ აცდის. თეჰიონი ბრაზობს. უნდა საერთოდ გაქრეს, რომ არავინ და არაფერი არსებობდეს დედამიწაზე მის გარდა, ან თავად თეჰიონი არ იყოს ამ ქვეყნად. შეშფოთებული დივანზე ეცემა და ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია რეალურად ეუბნება ჰოსოკი ამას, თუ უბრალოდ დასაშინებლად.
მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ გაჭედილია შუაში, ვერ გაუშვებს. ეგოისტია, რადგან იუნგისაც ეჭიდება და ჰოსოკსაც. საშინლად დიდი მატყუარაა, რადგან ჯერ საკუთარ თავს ატყუებს გრძნობებში, შემდეგ კი სხვებს. თავი ეზიზღება ასეთი ჩამოუყალიბლებლობის გამო.
ადგილზე ვერ ისვენებს, თეჰიონისთვის ჰოსოკი ძალიან ძვირფასია, ზედმეტადაც კი. არ იქნება ურიგო ერთხელ კიდევ რომ ენდოს და ახალი შანსი გააჩინოს ურთიერთობაში, მაგრამ რაღაც აკავებს შიგნიდან და ეს ჭკუიდან შლის. მისი დანახვისას თითქოს უნდა თქვას რომ აპატია, რომ შეუძლიათ სცადონ, მაგრამ ამ მომენტში საშინელ ტკივილს გრძნობს სხეულში. რაღაც არ ასვენებს და სანამ ამის საფუძველს არ გაიგებს ვერაფერს მოიმოქმედებს.
თეჰიონი ჰოსოკის გამოჩენის დღიდან ცდილობდა ყველაფრის დავიწყებას და სხვა თვალით შეხედვას, რადგან მომხდარში ორივენი დამნაშავეები იყვნენ, ხელშემწყობი პირები რომ სრულიად გამოვრიცხოთ. ჰოსოკსაც არანაკლებ მძიმე წარსული ჰქონდა, რაც თეჰიონს ძალიან კარგად მოეხსენება და ამის გახსენებაზე რომელ სოროში შეძვრეს ვერ ხვდება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი იყო, რომელმაც ყველაფერი გამოააშკარავა.
YOU ARE READING
𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎
Actionყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მე ის შემიყვარდა. აქამდე თითქოს თავს ვიტყუებდი, რომ მისი ვიზუალი მიყვარდა, მაგრამ შევცდი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მტკივნეული, სევდით სავსე, მაგრამ მაინც რომ მაბედნიერებდა. რა მექნა, მე ი...