12.

638 94 131
                                    

მეორე დილას უცნაური ამინდი დაგვიგდა. მოღრუბლული იყო, წვიმდა. ამიტომაც გარეთ გასვლას და თამაშსს ვერ შევძლებდით. დილიდან დიდ ჟაკეტში ჩაფუთნული სასადილოში დავიარებოდი და რაც ხელში მომხვდებოდა იმას ვჭამდი. დღესვე ვაპირებდი ჰოსოკთან მისვლას და დალაპარაკებას, მაგრამ ის არა და არ ჩანდა. არც ჯონგუკი. საბოლოოდ მოჟამული ხასიათი უფრო მომეშხამა და ერთ ადგილზე დავჯექი, გატენილი პირით. ყბის მოძრაობას ძლივს ვახერხებდი.

- რა გჭირს დილიდან?- კითხულობს ჯიმინი და ჩემს წინ თავსდება თავისი ლანგრით.

- ნეტავ არ იცოდე რომ ასეთი ამინდის დროს, სულ ასეთ ხასიათზე ვარ,- ვატრიალებ თვალებს და კვლავ ჭამას განვაგრძობ.

- ჩლიფინით ნუ მესაუბრები, ჯერ ჭამე,- შემომიბღვირა მანაც. - დილიდან შენს უფროსებს ვეძებდი, მაგრამ არც ერთი ჩანს და არც მეორე. ამას პლიუს, არც თავიანთ კოტეჯში არიან. გაიპარნენ და აქ დაგვტივეს?

ჯიმინის კითხვაზე გამეცინა. ჭკვიანია, მაგრამ ზოგჯერ იმდენად სულელურ კითხვებს სვამდა, თავის შეკავება უბრალოდ ძალიან რთული იყო.

- არც იოცნებო, ჯონგუკი კიდევ არის ამის გამკეთებელი, მაგრამ არა ჰოსოკი,- მოკლედ მივახალე, ცარიელი ლანგარი გვერდით გადავდე. - გარეთ ვიქნები, ან კოტეჯში, მომბეზრდა უკვე აქ ყოფნა.

მოღუშულმა ამოვილაპარაკე და სასადილო დავტოვე. არვიცი რა დამემართა, თითქოს ასეთი დეპრესიული დღეები თვეში ერთხელ მიდგებოდა და მაინც და მაინც ამ კემპინგზე მოუნდა გამოჩენა. სინამდვილეში ოთახში შესვლას და გამოკეტვას არც ვაპირებდი, თავზე კაპიშონი გადავიფარე რომ წვიმას ჩემი ძლივს დაყენებული თმები არ დაეშალა და გარემოს დათვალიერება დავიწყე. მომწონდა აქაურობა, ეს ტყე, წვიმისგან დამდგარი სურნელი, მიწაზე ფეხის დადგმის დროს წარმოქმნილი ჭყაპა -  ჭყუპის ხმა. აქაურობა მართლა ძალიან შემიყვარდა.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now