4.

681 96 96
                                    

როგორ შეიძლება ყველაფერი ასე მომხდარიყო, საერთოდ ვერ ვხვდები. ყველაფერი რთულად დაიწყო, ზედმეტადაც კი. გული მიწუხდებოდა ყველაფერზე, აღარ მსურდა სამყაროში ვვარსებულიყავი, მინდოდა სადმე ჩემთვის მიყუჟული ვმჯდარიყავი.

ექიმმა ხელი გადამიხვია, ძლიერადაც კი. ვგრძნობდი ხელს როგორ მიწვავდა მალამო, მაგრამ მითხრეს რომ ეს დროებითი იყო და თხუთმეტ წუთში გადაივლიდა. მეც დამჯერი ძაღლივით ყველას თავი დავუქნიე და ისე გამოვედით საავამდყოფოდან რომ მიზეზი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. ჯიმინი ხმას არ იღებდა, საჭეს ხელებს ძლიერად უჭერდა და ცდილობდა ის გაბრაზება გულში ჩაეხშო, რომელიც ჩემი ზედმეტი ხმის ამოღების შემდეგ შეიძლებოდა თავზე დამტყდომოდა.

- არა, რა მაკვირვებს იცი, ოცდაორი წლის ხარ, თეჰიონ. სიარული ჯერ კიდევ არ იცი? ამიხსენი ერთი,- საბოლოოდ ვეღარ გაუძლო და ყვირილი დაიწყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ ეს დღე მშვიდად არ ჩაივლიდა.

- კარგად ვარ, ჯიმინ. უბრალოდ, დილით გზაზე პატარა ინციდენტი მომივიდა,- ამოვიოხრე და ჩემს შეხვეულ ხელს დავხედე, ჭრილობა იმდენად ღრმა ყოფილა რომ ახალგადახვეულ ბინტშიც კი შეძლო გამოღწევა სისხლმა.

- მაკვირვებ, კიმ თეჰიონ. ძალიან, ვეღარ გიძლებ უკვე,- ცრის კბილებში და მალევე აჩერებს მანქანას ჩემი სახლის წინ. - უფროსს მე ვეტყვი, შენს ნივთებს ამაღამ წამოგიღებ, შენ კი დაისვენე.

მოკლედ მითხრა, ისე რომ სახეშიც არ შემოუხედავს, მეც სხვა რა გზა მქონდა. მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადვედი და სახლის ეზოში შევედი. მადლობას ვწირავდი საკუთრ თავს რომ გასაღები შარვლის ჯიბეში ჩავიდე. სახლის კარები შევაღე და მაშინვე დამეტაკა თბილი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ცივი ჰაერი. თავს მარტოსულად ვგრძნობდი ამხელა სახლში. რატომაც არა, მე ხომ უკვე თითქმის ერთი წელია მარტო ვცხოვრობ. თმები ავიჩეჩე და სააბაზანოსკენ წავედი, მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად სუფთა ვიყავი მინდოდა უბრალოდ წყლის ქვეშ ვმდგარიყავი, მაგრამ როგორც ყოველთვის გეგმები რაღაცამ ჩამიშალა. ჩემმა ჭრილობამ, ასე რომ უკან დავბრუნდი და მისაღებში დივანზე წამოვგორდი. ტელეფონი ამოვიღე, დიდი სურვილი მქონდა კვლავ მენახა ის ფიცხი ნაბიჭვარი, რომლის პროფილზეც უკვე თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული, მაგრამ მისი არც სახელი ვიცოდი და არც რაიმე სხვა, რითაც შევძლებდი ინტერნეტში პოვნას.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now