34.

1.1K 86 195
                                    

ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ მოცდაა საჭირო რომ გაანათოს. ჰოსოკი მთლიანად ჩამქრალი იყო, განადგურებული, როგორც მთვარე, რომელსაც ღამით ღრუბლები ეფარება და ისედაც სუსტს ნორმალურად განათების საშუალებას არ აძლევს.

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ. არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ.

თეჰიონი იყო ის ერთადერთი, ვისი სიყვარულიც ჰოსოკს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. რა იგრძნო იმ მომენტში, როდესაც მეორე შანსის არსებობა გაიგონა, თავადაც ვერ აღწერს. ალბათ ბედნიერება, სიხარული, ყველაფერი ერთდროულად მოაწვა, მაგრამ თავის შეკავებას როგორც ყოველთვის მოახერხა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, და ეცადა სუსტად გაეღიმა. ზედმეტი ემოციის გამოხატვის უფლებას არ აძლევდა თავს ბიჭი რომ არ დაეფრთხო, მის წინ რომ იწვა და ლოყაზე ასე ნაზად ეფერებოდა. მისკენ მიიწია და გულში ჩაიკრა, თანაც ისე თითქოს ეს პირველი და უკანასკნელი ყოფილიყო. ძილის პირულამდე როგორ მივიდა არ იცის, უბრალოდ მის მოსმენაში, მისი სურნელის შესუნთქვაში და მოფერებაში გაატარა წამები, წუთები და საათები. უბედნიერესი ადამიანი იყო, რომელიც ამ წამს დედამიწაზე დაიარებოდა.

თეჰიონი არაფერს ნანობს, საერთოდ არაფერს. პირველი უშფოთველი ღამეა, რომელიც ჰოსოკთან გაატარა. ღამე, როდესაც არანაირი კოშმარი არ გამოჩენილა. სიტკბოთი და სინაზით სავსე იყო. ჰოსოკის ხელისთვის წამით არ გაუშვია თითები. მთელი ღამე, ძილშიც კი მას ეჭიდებოდა და გულზე იხუტებდა. ბიჭი ვერც კი წარმოიდგინედა ამდენად დამოკიდებული თუ გახდებოდა მასზე. გატეხილი გული წამში ევსება, ისე, თითქოს, არც არასდროს ყოფილიყო დამსხვრეული. ჟრუანტელი უვლის ყოველ შეხებაზე, შიშველ კანზე ხელის გასმისას, კოცნისას. თავს ისე გრძნობს რომ ახლა ყველაფერზე თანახმაა, უარს ვერ ეტყვის, მოკვდება.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now