რთული აღმოჩნდა გამკლავება, რამდენი ტკივილი გადავიტანე, რამდენი დამცირება, რამდენი უხეში შეხება, რომელიც მისთვის სულ ერთი ყოფილა.
დღე საშინლად გრძელდებოდა, კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, ყველა გაკვირვებული მიყურებდა, მე კი უბრალოდ თვალს ვარიდებდი. აქ არავინ მყავდა ისეთი, ვისთანაც შემეძლო საუბარი. პირდაპირ კაფეტერიაში ვაპირებდი ჩასვლას, როდესაც კიბეებზე ვიღაცას დავეჯახე და საბუთები დავაყრევინე. გავიფიქრე ეგღა მაკლდათქო, ბიჭმაც ღრმად ამოიოხრა და ზემოდან გადმომხედა.
- მაპატიე,- ეს იყო, რაც მის ტუჩებს დასცდათ. სასიამოვნოდ გაკვრივებული ვიყავი. იმდენად დაღლილი რომ ჩხუბის თავი არ მქონდა და მადლობელიც ვიყავი რომ პროვოკაციასაც არ მიწევდა.
- არაფერია, ჩემი ბრალიც იყო,- ჩუმად ვთქვი, არც კი ვიცი გაიგო თუ არა, მაგრამ არ მადარდებდა. საბუთების აკრეფაში დავეხმარე, თავი დამიხარა ოდნავ და მაღლა ავიდა. კვლავ ვაპირებდი გზის გაგრძელებას, როდესაც ყვირილის ხმა მომესმა დეველოპერთა ჯგუფის დარბაზში. ძალიან მინდოდა უბრალოდ დაჯდომა და დასვენება, თვალები მეხუჭებოდა. თითქოს ჰოსოკის მზერამ ენერგია საბოლოოდ გამომწოვა, ხელის აწევაც კი მეზარებოდა, მაგრამ მაინც თავს ძალა დავატანე და უკან ავბრუნდი. ამ შვიდი საფეხურის ავლა ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის. იქვე ყვავილის ლარნაკთან, ყვავილივით გაბურძგნული თმებით ვიდექი და შორიდან ვუყურებდი და ვუსმენდი, როგორ ლანძღავდა ის სათვალიანი ქალი ჯგუფის წევრებს, უფრო მეტად კი რიუ ჯინს. გოგო შერცხვენილი, მაგრამ მაინც გაბრაზებული იერით იდგა თავდახრილი წინ და ყოველი სიტყვის შემდეგ ბოდიშს იხდიდა.
- მეორედ არ დავინახო ასეთი უპსუხისმგებლობა, რადგანაც კომპანიამ და უფროსმა აგირჩიათ თქვენ, ესეიგი გენდობათ და თქვენში პოტენციალს ხედვას. თქვენ კი განძრევავ არ გსურთ, შემდეგ ჯერზე სიტყვის უთქმელად შეგიძლიათ აბარგდეთ და აქურობა დატოვოთ,- მკაცრად განაცხადა და ჩემსკენ წამოვიდა. მთელი გზა მზერას არ მაცილებდა. თითქოს მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, მაგრამ ასე სულაც არ იყო, შეიძლებოდა სხვებს შეშინებოდათ მისი, მაგრამ მე ნამდვილად არა. - შენ კი, ბიჭო. ყველას მორჩილი ძაღლი კი ნუ იქნები. გაახილე თვალი და დაინახე ვინ როდის გიყენებს.
YOU ARE READING
𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎
Actionყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც მე ის შემიყვარდა. აქამდე თითქოს თავს ვიტყუებდი, რომ მისი ვიზუალი მიყვარდა, მაგრამ შევცდი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მტკივნეული, სევდით სავსე, მაგრამ მაინც რომ მაბედნიერებდა. რა მექნა, მე ი...