25.

574 78 112
                                    

ყოველთვის ბედს ვუჩიოდი, არასდროს მიმართლებს და ცხოვრებაში არც არასდროს გამიმართლებს - მეთქი. ვცდებოდი, მართლა ძალიან ვცდებოდი და ბედზე დამოკიდებულს ვხდიდი იმ პატარა წვრილმანებს, რომლის მართვაც თავად შემეძლო.

თავ პირის მტვრევით შევვარდი შენობაში, კიბეები როგორ ავირბინე, არ მახსოვს. ჯი ვუნი კაბინეტში დადიოდა აქეთ - იქით, ხელი ნიკაპქვეშ ამოედო და თითებს ნერვიულად ათამაშებდა. კარები შევგლიჯე, ისე რომ გარეთ მყოფი ყველა თანამშრომლის ყურადღება მივიქციე.

- თეჰიონ?- ისმის ვუნის ხმა. კარებს კეტავს და ჩემკენ მოდის.- ასე სწრაფადაც არ მითხოვია მოსვლა.

ბუზღუნებს და სავარძელში იკავებს ადგილს.

- მითხარი რომ სასწრაფო იყო, რაღაც წითელი კოდი თუ მსგავსი. რავიცი,- ხელებს ჰაერში ვიქნევ,- რა მოხდა?

დივანზე ვიკავებ ადგილს, აჩქარებული გულისცემის გამო საშინლად ხმაურიანად ვსუნთქავ.

- მოკლედ, შენი ფოტოები მზადაა. დამავიწყდა მეთქვა რომ ნახევარი საათის წინ განათავსეს, მიუხედავად იმისა რომ თავად პოსტი დიდი არაფერია. გაგიჟება შეიძლება, ამას შეხედე,- ყვირის აღფრთოვანებული და ტაბლეტს მიწვდის. დიდი მონდომებით ვათვალიერებ გვერდს. თვალები მიჭრელდება, წამში ერთ პოსტს ისევ ვუბრუნდები, ჯერ გაოგნებული ვუნს ვუყურებ, შემდეგ ისევ ეკრანს.

- მითხარი რომ არ მეჩვენება,- ვყვირი შეშფოთებული.

- სულაც არა, როგორც გავიგე ეს გუჩის შვილობილი ყოფილა. სიმართლე გითხრა გამიკვირდა, მაგრამ მათ ეს ბედნიერი სახით გვახარეს და გვითხრეს რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო,- კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ფრჩხილებს დააშტერდა.- შენც ხომ ეს ოცნება გქონდა.

- არ მჯერა. გეფიცები, არ მჯერა. ჯანდაბა, ძალიან მიხარია,- კვლავ ვყვირი და უკვე მეასედ ვეკიდები ჯი ვუნს კისერზე.

- ვიცი, ვიცი და შენ ეს დაიმსახურე. ბედნიერი ვარ შენ გამო,- იღიმის ის,- მთელი ორი დღე ველოდებოდი ფოტოებს, ძლივს დაამზადეს.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now