საათი საკმაოდ ძვირფასი იყო, ამიტომ ჩემს ერთ ნაცნობს მივყიდე და საკმაოდ დიდი ფულიც ავიღე, მაგრამ არც იმდენი, რომ სახლი მეყიდა, რა თქმა უნდა. სასტუმროში ნომერი დავჯავშნე და დასაძინებლად მოვემზადე.
ნომერი არც ისე მდიდრული იყო, ისევე, როგორც თავად სასტუმრო, მაგრამ არც მოუხერხებელი და ბინძური. ფულის დაზოგვა მქონდა განზრახული, ამიტომ ფუფუნება არ ამირჩევია.
პიჟამოები ჩავიცვი და დასაძინებლად მოვემზადე...
...დილით კარების ხმამ გამაღვიძა. თვალები დავაჭყიტე და...
-გეგონა, დამემალებოდი, შე პატარა ქურდბაცაცავ?! -მიყვირა ჰარიმ. მოულოდნელობისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა და ალბათ, ხაფანგში გაბმულ წრუწუნას ვგავდი -დამიბრუნე ის, რაც არ გეკუთვნის!
-კონკრეტულად რას გულისხმობ? -გულუბრყვილოდ გავიკრიჭე. ჯანდაბა, მეგი, ახლა ამის დროა?!
-რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი არაა, რაც სხვისთვის დაუკითხავად აგიწაპნია, არა?!
-შემეშვი! -დავიძახე -მე ავიღე და უკვე ჩემია!
ამაზე ჰარის გაეცინა.
-არ მეგონა, ასეთ დაბალ დონეზე თუ იყავი! რა უფლება გქონდა, რომ მქურდავდი?! უბრალოდ, ვბრაზობ, ასე რომ გამაცურე და ჩემი ნივთი მოიპარე! საერთოდ, ვინ ხარ? ან სად გაიზარდე, ქუჩაში? ახლავე დააბრუნე საათი! -მიყვირა კიდევ უფრო ხმამაღლა.
-მე არ მაქვს...
-რას ჰქვია, არ გაქვს?! -ხელები ნერვიულად შემოიწყო კეფაზე -ახლავე მითხარი, სადაა!
-მე... მე ის გავყიდე... -ამ სიტყვებზე ჰარი საშინლად აენთო, მომიახლოვდა და ყელში ყელი წამიჭირა.
-ახლავე... მითხარი... ვის... მიჰყიდე!. -ძლივს გამოსცრა კბილებში. მე უკვე ვეღარ ვსუნთქავდი.
-ხელი... ხელი გამიშვი... -ამოვიხრიალე, რისთვისაც მთელი ძალისხმევა გამოვიყენე, მან კი პირიქით, ხელები უფრო ძლიერად მომიჭირა.
-ამოღერღე!
-გეტყვი... ოღონდ... გთხოვ... -ჰარიმ ხელი უხეშად მომაშორა, მე ხველება ამიტყდა.
-გისმენ! -მითხრა ბრძანებით. ჯანდაბა, რა გახდა მაგისთვის ეს ერთი საათი?! მილიარდი ასეთის ყიდვა შეუძლია და მაინც ამას გადააკვდა!
-მასთან წასვლას არ გირჩევ... -ვუთხარი გულწრფელად -თუ გაიგო, რომ მისგან რაღაცის წაღება გინდა...
-არ მაინტერესებს! მითხარი, ვის აქვს!
-კარგი... შეშლილ ბილის ეძახიან. მისამართს დაგიწერ... -ფურცელზე მისამართი დავწერე, შემდეგ კი დავამატე -ძირითადად, თავისსავე ჩიხშია, სახლის მისამართი შეიძლება არც დაგჭირდეს...
ჰარიმ ფურცელი გამომგლიჯა და კარისკენ უსიტყვოდ წავიდა.
-და კიდევ, -შევძახე, როცა კარი გააღო. გაჩერდა და შემობრუნდა -ფრთხილად იყავი...
მან თვალები გადაატრიალა და გარეთ გავარდა... მე საწოლზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე. შეშლილი ბილი... რაღა მას მივყიდე?! ეს კაცი ხომ ნამდვილი დესპოტია?! თუ გაიგო, რომ მისგან რაღაც უნდა...
მოკლედ, ეს ბილი მეისონის (ჩემი მამინაცვლის, ვისაც არ გახსოვთ) ნაცნობია. ერთხელ, მისი ვალი მქონდა და მოსვენება დამიკარგა, სანამ სხვისგან არ ავიღე კიდევ ერთი ვალი... ქურდობაშიც მან დამასპეცა და ჩემი მოპარულის ნახევარი მას მიჰქონდა. ჩხუბიც მან მასწავლა... რამდენჯერ დამმუქრებია მოკვლით... რამდენჯერმე დამჭრა კიდეც... მოკვლა, მოტაცება, მოპარვა... ეს იყო მისი ცხოვრება! ბოლო დონის თაღლითი და აფერისტი იყო და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა!.. ამბობდნენ, ცოლი ჰყავდა და ისიც მან მოკლაო...
-არა! ის მას არ დაინდობს! -ბოლო სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვი და ოთახიდან გავვარდი.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
კიდევ ერთი პაწაწინა თავი (ვაღიარებ, მართლა ძაან პატარა თავებია და მართლა სორრით)
რავი, როგორია?
YOU ARE READING
KILLER EYES(დასრულებული)
Romanceმძიმე ბავშვობა... რთული ცხოვრება... და შემთხვევა, რომელიც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება მოთმინების ფიალაში და თექვსმეტი წლის გოგონას სახლიდან გაქცევას აიძულებს...