HARRY'S P.O.V.
ოთახიდან გავვარდი და მანქანაში ჩავჯექი. საშინელი სისწრაფით წავედი მოცემულ მისამართზე. ნერვები მქონდა მოშლილი. როგორ გაბედა?! ეს საათი ხომ მისი ნაჩუქარი იყო! ვალენტინობას მაჩუქა... სიკვდილის დღეს მაჩუქა... იმ ჩერჩეტმა გოგომ კი მომპარა და გაყიდა! დავიბრუნებ! რადაც არ უნდა დამიჯდეს, დავიბრუნებ!
ერთ ჩიხში შევედი. მანქანა მოშორებით გავაჩერე და ის სახლიც ვიპოვე, რომელიც ფურცელზე ეწერა. დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიპასუხა. ცოტა ხანს კართან ვიდექი და ვაკაკუნებდი, შემდეგ კი ბოხი ხმა მომესმა.
-ვის ეძებ? -უკან მივიხედე და გრძელთმიანი, გრძელწვერა, ტყავის ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი დავინახე.
-შეშლილი ბილი შენ ხარ?! -ვკითხე მე, რაზეც გაეცინა. გაეცინებოდა, აბა რას იზამდა, ისე გულუბრყვილოდ გამომივიდა შეკითხვა.
-არა. მასთან რა გესაქმება?
-ეს მხოლოდ ჩემი და მისი საქმეა! -ამჯერად, შევძელი, ცოტა უფრო მკაცრი და სერიოზული კილო მქონოდა.
-ბილი ჩემი ძმაა!
-მაშინ, მასთან მიმიყვანე!
-ტონი შეარჩიე, პატარა ბიჭუნა! -მითხრა და წინ წავიდა, თან გაყოლა მანიშნა. მისი ქმედებით გაკვირვებული, მივყევი მას. რომელიღაც სახლთან შეჩერდა, რომლის კედელთან რამდენიმე კაცი იდგა. ისიც მათ შეუერთდა და დაიძახა- შეშლილ ბილის ეძახიან!
კაცებიდან ერთი საკმაოდ ახმახი და საშიში შესახედაობის მქონე გამოეყო და ჩემს წინ დადგა.
-რა გინდა? -მკითხა და ცინიკური გამომეტყველებით შემათვალიერა.
-გუშინ ერთმა გოგომ საათი მოგყიდა, ხომ ასეა?!
-ხო, მერე?
-ეს საათი მე მეკუთვნის!
-იმედია, დაბრუნებას არ მთხოვ, რადგან ეს ყველაფერზე მეტად მეზიზღება!
-არ მაინტერესებს, გეზიზღება თუ გსიამოვნებს, საათი მე მეკუთვნის და სანამ თავაზიანი ვარ, აჯობებს, მომცე!
YOU ARE READING
KILLER EYES(დასრულებული)
Romanceმძიმე ბავშვობა... რთული ცხოვრება... და შემთხვევა, რომელიც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება მოთმინების ფიალაში და თექვსმეტი წლის გოგონას სახლიდან გაქცევას აიძულებს...