კარი ჯემამ გააღო და დაიძახა:
-ჰარი, შენთან არიან!
ჰარის გაუკვირდა, მაგრამ კართან მაინც მივიდა. ცოტა ხანში ვიღაც გოგო შემოჰყვა.
-აკი, მარტო ვიქნებიო?! -თქვა გოგომ, რომელიც შეხედულებით ნამდვილ მეძავს მაგონებდა. კენდალს მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, ისევე, როგორც ჰარის მისი სიტყვების გაგონებაზე.
-ვიივ, ძვირფასო, -დაიწყო მან აუტანელი თვალთმაქცური ტონით -მე როდის გითხარი, მოდიო?!
-ძვირფასო?! -კენდალმა წარბები აზიდა -ჰარი, ეს ვინაა?
-ეს ვივიენია... ჩემი მეგობარი... -დაიწყო დაბნეულმა, მაგრამ ვივიენმა გააწყვეტინა.
-მეგობარი?!
-ამმ... -ამ დროს კარზე კიდევ გაისმა ზარი. ჰარი გასაღებად გაიქცა, უეჭველად იფიქრა, ამ ზარმა გადამარჩინაო, მაგრამ... ცოტა ხანში ის კიდევ ერთ გოგოსთან ერთად შემოვიდა... ასე განმეორდა კიდევ ხუთჯერ თუ ექვსჯერ...
ჰარი პატარა, შეშინებულ წრუწუნას ჰგავდა. მე ჩუმად სიცილით ვიგუდებოდი, რასაც ვერ ვიტყვით იმ გოგოებზე. ისინი, ალბათ, მიხვდნენ, რაში იყო საქმე, მაგრამ ჰარის პასუხს ელოდნენ, რომელმაც აშკარად არ იცოდა, რა უნდა ეთქვა... ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
-კარგი! სამუდამოდ ვერაფერი დაიმალება! გეტყვით... თითოეული თქვენგანი ფეხებზე მკიდია და ყოველთვის მეკიდა! თუ გგონიათ, რომ რომელიმეს მიმართ რაიმე გრძნობები მქონია, ცდებით, რადგან თქვენ მხოლოდ ჩემი გასართობები ხართ! და იცით, ეს გასართობები უკვე მომბეზრდა! ყველა მომბეზრდით და აღარ მადარდებს, რას იზამთ! ასე რომ, ნება თქვენია, რაც გინდათ, ის გიქნიათ...
უეცრად, მას კენდალი მივარდა, სილა სთხლიშა და კარისკენ გავარდა! მას მიბაძა ვივიენმა... შემდეგ კიდევ სხვამ... თანდათან, ყველა ასე მოიქცა და ჰარი თავის ძმაკაცებთან, ჯემასა და ჩემთან ერთად დარჩა... მე თავი ვერ შევიკავე და სილა მეც გავარტყი.
-შენ რაღატომ მირტყამ?! -იყვირა ჰარიმ.
-არა უშავს, ეგეც გექნება დამსახურებული!
-შენ... ეს შენ გააკეთე!
-რა?
-ისინი შენ დაპატიჟე! ტელეფონი ამიტომ მომპარე!
-ჩემი დადანაშაულების მეტი საქმე არ გაქვს?! -ვთქვი და ოთახში ავედი. აი ახლა კი ამიტყდა სიცილი და ძლივს მოვახერხე დამშვიდება...
..მეორე დილას ჰარი ბართან დამხვდა. მგონი, მთვრალი იყო.
-შენც სალამი!
-დილა მშვიდობისა...
-იცი, რამხელა ზიანი მომაყენე?!
-არა უშავს, მგონი, გოგოების შებმა არ გაგიჭირდება... -ვუთხარი უხეშად და გავლა ვცადე, მაგრამ მან დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. მე მისი მოშორება ვცადე -რა ჯანდაბას აკეთებ?! ხელი გამიშვი!..
მან კედელს მიმანარცხა და თავად მე მომეკრა... მისი სუნთქვა მესმოდა... ვგრძნობდი, როგორ უცემდა გული... ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა მეც გულისცემა... ჰარიმ მაისური შუაზე გამიხია და ჩემს კისერს დაეწაფა... უეცრად მეისონი გამახსენდა...
-მომშორდი! -ვყვირე და ხელი ვკარი. ამაზე ის გაბრაზდა და მკლავებში ისე მომიმწყვდია, ვეღარ ვმოძრაობდი... ამ დროს კი...
კარისა და ბიჭების ხმა გავიგე... ჰარიმ ერთი შეიკურთხა და გაბრაზებულმა მიშვა ხელები, მე კი სილა ვთხლიშე და ოთახში ავედი...
YOU ARE READING
KILLER EYES(დასრულებული)
Romanceმძიმე ბავშვობა... რთული ცხოვრება... და შემთხვევა, რომელიც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება მოთმინების ფიალაში და თექვსმეტი წლის გოგონას სახლიდან გაქცევას აიძულებს...