მეორე დღეს შინ დავბრუნდით. მე და ჯემა საყიდლებზე წავედით. ჯემამ ნახევარი მაღაზია გამოიტანა. მეც კი ვიყიდე ტანსაცმელი, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც მან. როცა გასახდელში კაბას იზომებდა და მე მას გარეთ ველოდებოდი, ზურგზე შეხება ვიგრძენი. მივბრუნდი და...
-ესე იგი, ახლა მდიდრების წრეში ტრიალებ?!
-მ..ე..ი..ს..ო..ნ... შ..შ..ე..ნ...
-რა იყო, მოჩვენება დაინახე?! -თქვა მან გესლიანი ღიმილით -რა პატარაა ეს ქვეყანა, არა?! სახლიდან გამოიქეცი და გადაიკარგე... მაგრამ სრულიად შემთხვევით შევხვდით!
-შემეშვი! მე ხომ ყველას მოგშორდით... მე ხომ თავი აგარიდეთ... რაღა გინდა ჩემგან?!
-არაფერი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მაღაზიაში გხედავ, მგონი, უსახლკაროდ არ უნდა დაეხეტებოდე, ხომ ასეა?!
-შენთან... -სათქმელი ვეღარ დავამთავრე, რადგან ჯემა გამოვიდა. მეისონი სწრაფად შებრუნდა ზურგით.
-აბა, როგორ გამოვიყურები?
-მშვენივრად... ძალიან ლამაზი ხარ, ჯემა. -ვუთხარი და ვცადე, წეღანდელი შიში და გაოცება დამემალა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამომივიდა.
-მეგი, კარგად ხარ? შეშინებული სახე გაქვს...
-არა... ძალიან კარგად ვარ! რისი უნდა მეშინოდეს?! -,,გავიკვირვე" მე.
-კარგი... ტვინს აღარ გაგიწყალებ. შენ არც ერთ კაბას არ იყიდი?!
-არა... მე და კაბა!? -ვთქვი და გავიცინე. ჩვენ წავედით. ცოტა ხანი კაფეში ვიყავით, შემდეგ კი შინ დავბრუნდით. ოთახში ავედი, ნავაჭრი იქვე დავყარე და საწოლზე დავეშვი. მძულდა! მეზიზღებოდა!.. გამოვიქეცი და მაინც მიპოვა!.. ყველგან მომაგნებს!.. ძლივს დავივიწყე წარსული... ძლივს შევძელი ცხოვრების გაგრძელება... ცხოვრებაში პირველად შევიძინე მეგობარი... პირველად ვიყავი მეც ერთი ჩვეულებრივი, ნორმალური თინეიჯერი და.. და მან მაინც მიპოვა... მთელ ცხოვრებას მომიწამლავს! ცრემლები წამომცვივდა... გამახსენდა ის დღე, როცა სახლიდან წამოვედი... გამახსენდა ის ამაზრზენი დღე და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა... გარეთ გავედი და სახლის უკან არსებულ აუზთან დავჯექი... უკვე საღამო იყო... ახურებულ სახეზე გრილი ნიავი მესიამოვნა... თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.
-ვაუ! მაგარი სახლია! -მომესმა ხმა.
-აქ როგორ შემოხვედი?
-ისე მეკითხები, თითქოს მრავალგზის დაცული ციხე უნდა ამეღო! მე სახლებში შეპარვაში საუკეთესო ვარ, პატარავ!
-რა ჯანდაბა გინდა?
-მამიკოს ასე უნდა ელაპარაკო?!
-ნაბიჭვარი ხარ! -ვთქვი და ყელზე მომდგარი ცრემლები შევიკავე -წაეთრიე ამ სახლიდან!
-ისე მაგდებ, თითქოს შენი იყოს!
-რა დაგიშავე?! არ შეგიძლია, უბრალოდ, დამივიწყო და ცხოვრება ჩემი ცხოვრების დანგრევის გარეშე გააგრძელო?! გევედრები... გთხოვ, ჩემს საქმეებში ნუღარ ჩაერევი! მეც მინდა ნორმალური ცხოვრება და მომეცი ამის საშუალება...
-ახლა რა ვქნა, ვიტირო?! -თქვა დაცინვით და თითები უცრემლო თვალებზე მოისვა. მინდოდა, მომეკლა. სადმე ახლოს დანა რომ მქონოდა, ყელს გამოვჭრიდი... ძალა რომ მყოფნოდა, დავახრჩობდი, მაგრამ ეს არ შემეძლო...
-გინდა, შეგეშვა?! -მკითხა ბოლოს, რაზეც გაოცებისგან პირი დავაღე.
-შეშლილი ხარ!
-თუ ამ ერთხელ დამეხმარები, სამუდამოდ შეგეშვები! მგონი, ღირს ამ შემთხვევის გამოყენება, არა?!
-რა გინდა?! -ვკითხე იმის იმედით, რომ მისგან თავს სამუდამოდ დავაღწევდი. მან კი თავისი ამაზრზენი ხმით თქვა:
-ეს სახლი უნდა გამაძარცვინო!..
YOU ARE READING
KILLER EYES(დასრულებული)
Roman d'amourმძიმე ბავშვობა... რთული ცხოვრება... და შემთხვევა, რომელიც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება მოთმინების ფიალაში და თექვსმეტი წლის გოგონას სახლიდან გაქცევას აიძულებს...