-იმედია, იმას არ აპირებ, რაც მგონია! -მივდევდი ჰარის, რომელიც შეშლილი ბილის სახლისკენ მიდიოდა.
-ამაზე მანამ გეფიქრა, სანამ ჩემს საათს იმ ნაბიჭვარს მიჰყიდდი!
-ვინ გაჩუქა?
-რა?
-საათი! არა მგონია, უბრალო საათი შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ათასის ყიდვა შეგიძლია! ვინ გაჩუქა?
-შენი საქმე არაა! -მითხრა უხეშად და ბილის სახლის კიბეზე ავიდა -ჩაკეტილია!
-შენ რა, გეგონა, ღიას დატოვებდა?! -ვკითხე ცინიკური სახით და კართან მივედი, საყურე მოვიხსენი და საკეტს დავუწყე ჩხიკინი. დიდი წვალება არც დამჭირვებია, მალევე გავაღე -მზადაა, თუ გინდა, შედი!
-ვინ ჯანდაბა ხარ?! -ჩაილაპარაკა ჰარიმ გაოგნებულმა.
-ამ სახლში იმდენჯერ შევპარულვარ, დავსპეცდი, ასე რომ, ასეთი სიფათით ნუ მიყურებ!
ჰარიმ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ მალევე ისევ მომუწა და სახლში შევიდა. მეც მივყევი. რატომ იყო ასეთი დარწმუნებული, რომ საათი ისევ მის სახლში იყო? ან ვისი ნაჩუქარი იყო? ან მე რატომ ვეხმარებოდი?!
-ვიპოვე! -დაიძახა ჰარიმ და საათი ხელზე გაიკეთა -წავედით?!
-ერთი წუთით! -დავიძახე და ბილის ოთახში ლამპას ფეხი მოვხსენი. იქიდან მთელი ფული ავიღე და ფეხი ისევ გავუკეთე -ახლა წავედით!
ჩვენ ჰარის მანქანაში ჩავსხედით და წავედით. მთელი გზა ხმა არც ერთს ამოგვიღია. ჰარიმ სასტუმროში დამტოვა და თავად წავიდა. მე ჩემს ოთახში ავედი და როცა კარი გავაღე...
-ჯემა?!
-ხო! რატომ წახვედი? -პირდაპირ მომახალა.
-აამ...
-ჰარიმ გაგაგდო, ხომ?!
-არა... ჰარი არაფერ შუაშია! მე თვითონ წამოვედი... არ მინდა, ვინმეს ტვირთად დავაწვე...
YOU ARE READING
KILLER EYES(დასრულებული)
Romanceმძიმე ბავშვობა... რთული ცხოვრება... და შემთხვევა, რომელიც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება მოთმინების ფიალაში და თექვსმეტი წლის გოგონას სახლიდან გაქცევას აიძულებს...