თავი 21 (ფინალი)

542 23 18
                                    

ცოტა ხანს კიდევ ვიყავით იქ... მე ჰარის ყველაფერი ვუთხარი მეისონზე, ჩემს ცხოვრებაზე... შემდეგ, ფეხზე წამოვდექით და ისევ ჰარის სახლში წავედით...

რამდენიმე დღე იმ სახლში ვიყავი... თითქოს, ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მე და ჰარის შორის გამგებიანი და სასიამოვნო ურთიერთობა დამყარდა... 

ერთხელ, მე და ჯემა სასეირნოდ ვიყავით წასულები. საღამო იყო და სასიამოვნოდ გრილოდა. რაღაცაზე ვიცინოდით და ამ დროს ვიგრძენი, როგორ მოვექეცი ვიღაცის მკლავებში, რომელმაც პირზე რაღაც ამაფარა... ჯემასთვის შეხედვაც კი ვერ მოვახერხე, თვალებში დამიბნელდა...

..როცა გამომეღვიძა, რომელიღაც ბნელ, ძველ, დანგრეულ საწყობში ვეგდე გაკოჭილი. კარგად მიმოვიხედე და ჯემა და ჰარიც დავინახე. სკამებზე იყვნენ მიბმული... 

ხმა არ ამომიღია, ისე დავიწყე თოკების გახსნა, მაგრამ თოკი ძლიერი იყო. ჯიბემდე ხელი ძლივს მივაწვდინე, რათა დანა ამომეღო, მაგრამ ცარიელი იყო! ამომაცალა! ნაბიჭვარი!

-მეგი, -მომესმა ჩურჩული. ჰარისაც გამოღვიძებოდა -ეს მეისონის ნამოქმედარია?!

-რა თქმა უნდა! სხვა ვინ იქნებოდა! ალბათ, შურისძიება უნდა...

-რაც შეიძლება, მშვიდად მოხოხდი ჩემთან, კარგი?! -თქვა და თავადაც დაიწყო სკამით ჩემსკენ სვლა. როგორც შემეძლო, სწრაფად და ჩუმად წავედი ჰარისკენ... ცოტაღა გვაკლდა, როცა კარი გაიღო.

-გაიღვიძეთ, ძილისგუდებო?! -თქვა მეისონმა მანიაკური სახით, რასაც სახეზე არსებული დალურჯებები და დასიებები უფრო ამძაფრებდა -მესამეც გვაკლია და დავიწყებთ!

-რას დავიწყებთ?! ახლავე გაგვიხსენი თოკები და გაგვიშვი!

-მიყვარს, როცა ბრაზობ... -გაიცინა მან.

-რა ჯანდაბა გინდა?! -იყვირა ჰარიმ.

-პრინციპში, თქვენთან საქმე არ მქონდა, მაგრამ თვითონ გააფუჭეთ ყველაფერი! 

KILLER EYES(დასრულებული)Where stories live. Discover now