1.

4.7K 247 407
                                    

ხშირად ვფიქრობ, რომ არასწორ ვარსკვლავზე დავიბადე. ყოველი ახალი წლის მომატებასთან ერთად , ჩემ ცხოვრებაში არსებულმა პრობლემებმაც იწყეს ზრდა. საბოლოოდ, ისე შემბოჭეს , რომ აღარაფერი დამრჩა საკუთარი თავისა და უბედური დედაჩემის გარდა, რომელსაც ცხოვრებამ ზურგი აქცია. მკაფიოდ მახსოვს, მაშინ, ალბათ, 19 წლის ვიქნებოდი, დედას რომ პირველი და საბოლოო განაჩენი დაუსევეს. გვერდი-გვერდ ვისხედით, მას ჩემი ხელი ისე მჭიდროდ ეკავა თავის ნაოჭიან თითებში, თითქოს ჩემი გაშვება არ სურდა, დატოვება არ სურდა, ისევე როგორც მე მისი. ექიმის ხმამაღალ ამოსუნთქვებს ვუგდებდით ყურს, თან ცალი ხელით ჩვენი მფეთქავი გული გვეჭირა და ყოველ ბიძგზე ჟანგბადი აღარ შედიოდა ფილტვებში, თითქოს შიგნით ცარიელი ადგილი უკვე ამოევსო რაღაცას, რაღაც კიდევ უფრო მყარსა და ცივს, რომელსაც შიშს, სასოწარკვეთას ეძახიან.

ორივემ ვიცოდით, რომ რაღაც ცუდი უნდა დაგვტყდომოდა თავზე. მე მოგონებებიდან მახსენდებოდა ანალოგიური სურათი, როდესაც მამამ გვითხრა, რომ განქორწინება სურდა, ისიც ექიმივით იჯდა და სიტყვების წარმოთქმას ვერ ბედავდა, აი ასე, ჩვენს წინ ხელები შემოეწყო მუხის მაგიდაზე , სათვალე ოდნავ ჩამოეწია ცხვირზე და ამოუცნობი მზერით გვიცქერდა.

𝐏𝐎𝐑𝐍 𝐒𝐓𝐀𝐑𝐒ⓋWhere stories live. Discover now