სემს დაძაბული მივყვებოდი უკან. ელზამ მითხრა, რომ ამის შემდეგ მე და მის ძმას უნდა გვესაუბრა პირად საკითხებზე. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი, აქ ყველა შიშვლდება და დახურული აღარაფერია, მაშინ რა არის დასამალი და რას უნდა ნიშნავდეს, პირად საკითხებზე საუბარი. ორგანიზმში არასასიამონო ტალღები მივლიდა. ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებდი იმ უცხო მზერას, რომელიც ცოტა ხნის წინ შეხვდა ჩემ თვალებს. განსხვავებული იყო, რაღაც დამალული, რომლის ამოხსნასაც ,ჩემი აზრით, დიდი ინტუიცია სჭირდება. როგორც ვთქვი, არცთუ ისე რთულად გამომდიოდა ადამიანების თვალებიდან მათი გრძნობების ამოკითხვა, იმ უცნობის კი ნისლით დაფარული იყო, სხვების თვალებს ნამდვილად არ ჰგავდა.
-დაყრუვდი?-სემი ხელებს ცხვირწინ მიფრიალებდა. ამ ფიქრებში ისე ვიყავი გართული,რომ მგონი, დედამიწას მოვწყდი.-მოვედით.
ეს დახურული ოთახები კარგს არაფერს მპირდებოდა. გონზე მოსვლის წამიდან იმაზე ვფიქრობდი, თუ რა მოხდებოდა შემდეგ. სემი უკან მომყვა ,როდესაც შიგნით შევედი. ამ კაცს წამითაც კი არ ვენდობოდი, არაფრის დიდებით.
-შეგიძლია, მალე ამიხსნა ყველაფერი? მეჩქარება..-ისევ ვტყუოდი. თავი რამენაირად უნდა დამეძვრინა მისგან,რადგან შექმნილი სიტუაცია არ მომწონდა.
-როცა დავასრულებ , წახვალ.-მომეჩვენა, თუ სიმკაცრეც გაურია ამ სიტყვებში. ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მქონდა მოწერილი. კიდევ კარგი ამაზე მაინც ვიფიქრე და აქამდე არ ვქენი ეს.
დაძაბულობა იმატებდა. სემი საუბრის დაწყებას სულაც არ აპირებდა, სულ რაღაც 5 წამი იდგა და მიყურებდა. შემდეგ ოდნავ მომიახლოვდა და გაშლილი ხელი ლოყაზე ამისვა. შევკრთი ამ უეცარ მოქმედებაზე თუმცა, ვიცოდი,რომ მშვიდად უნდა ვყოფილიყავი, ყველაფერი მომეთმინა, რადგან სამომავლოდ, სწორედ ასეთი როლის შესრულება მომიწევდა. ცივი თითები ჰქონდა, უხეშად მისმევდა ღაწვებზე, მისი აზრით, მეფერებოდა. გაყინულივით ვიდექი ერთ ადგილას , მეგონა, ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა ერთისა და ეს სიირცხვილი იყო, დამცირება, რომელსაც უკვე ვეღარ ვიტანდი. სემი ლოყის მოფერებას არ დასჯერდა, ნიკაპი უხეშად გადამაწევინა უკან და ჩემ ყელში ხმამაღლა დაიწყო სუნთქვა. მისგან ნამდვილად არ მოველოდი ამ უცნაურ მოქმედებას, ძაღლივით იქცეოდა, რომელიც ახალ პატრონს სუნავს , შემდეგ კი სახეს დორბლებით უვსებს. სემის ხელები ამჯერად ჩემს წელზე აღმოჩნდა. თხელი მაისური მეცვა, შავი ფერის ,არც იმდენად თხელი იყო, რომ შიგნიდან ყველაფერი გამომჩენოდა, მაგრამ პარტნიორისთვის არც ეს წარმოადგენდა პრობლემას, ის რასაც ვერ ხედავდა,უხეში ხელებით ეპოტინებოდა.
YOU ARE READING
𝐏𝐎𝐑𝐍 𝐒𝐓𝐀𝐑𝐒Ⓥ
Romanceმე გეი არ ვიყავი,მაგრამ პორნოში კარგად იხდიდნენ.დაახლოებით ერთ თვეში თუ ამ განრიგით ვიმუშავებდი , შესაბამისი თანხა მექნებოდა ხელზე , შემდეგ კი დედას ოპერაციის ჩატარებაც მოხერხდებოდა. გონებაში ყველაფერი ავაწყე.თუმცა ,ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რა მელო...