ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი დაცული კანონზომიერებით ხდება. მზე ამოდის და ჩადის, დილას ღამე მოსდევს, უბედურებას -ბედნიერება, ტკივილს -შვება. თუ ერთ დღეს ყველაფერი კარგად არ მიდის, მაშინ მეორე დილას ბუნების კანონის თანახმად, ბრწყინავი მზე გარშემო ყველაფერს სინათლეს მოჰფენს. შეიძლება , ვფიქრობთ, რომ რთულია დავძლიოთ ის, რაც გვიპირისპირდება, მაგრამ იმის გახსენებისას, თუ რის გამო ვიბრძვით, ძალა ასმაგად გვემატება, შემდეგ კი იმდენად გვაძლიერებს , რომ სამომავლო ტკივილი ამასთან შედარებით, ჭიანჭველის ოდენა ხდება. ყველა ადამიანი ცხოვრებაში საკუთარ გზას გადის. ზოგს ეკალბარდებით მოსილი ხვდება, ზოგის გზაც კი ვარდის ფურცლებითაა მოფენილი,მაგრამ განსაცდელი ადამიანს მისი ცხოვრებით არ აფასებს, განსაცდელი ხვდება მდიდარსაც და ღარიბსაც, ჭკვიანსაც და უჭკუოსაც, ეკალბარდებით სავსე გზიანსაც და ვარდის ფურცლებით დამშვენებულსაც, აბსოლიტურად ყველას, ვინც ცოცხალია და ამ ქვეყანაზე ბედნიერების მოპოვებისთვის დაიარება. ტკივილი ჰგავს ჭრილობას, რომელიც სულში ნაიარევებს ტოვებს, სხეულზე წარსულის ნიშნებს, რათა არაფერი დაგვავიწყდეს, მუდამ გვახსოვდეს მისი გემო, მაგრამ ყოველ ტკივილს აუცილებლად თან სდევს მარადიული თუ არა, მომენტალური ბედნიერება მაინც, რომელიც სულ მცირეხნიანი სამოთხეა ტანჯული ადამიანისთვის. ჩვენი მიზანია, ველოდოთ იმ მომენტალურ და გამკრთალ ბედნიერებას, რომელიც მომავალში მოგველის , დავითმინოთ იქამდე, სანამ გვესტუმრება და კარებზე მოგვიკაკუნებს, რადგან , ნათქვამია, რომ სწორედ იმ კარებზე აკაკუნებენ, რომელიც დაკეტილია, ესეიგი, ბედნიერება მაშინ გვეწვევა , როდესაც მას არ ველით, არ ვფიქრობთ არაფერზე.
YOU ARE READING
𝐏𝐎𝐑𝐍 𝐒𝐓𝐀𝐑𝐒Ⓥ
Romanceმე გეი არ ვიყავი,მაგრამ პორნოში კარგად იხდიდნენ.დაახლოებით ერთ თვეში თუ ამ განრიგით ვიმუშავებდი , შესაბამისი თანხა მექნებოდა ხელზე , შემდეგ კი დედას ოპერაციის ჩატარებაც მოხერხდებოდა. გონებაში ყველაფერი ავაწყე.თუმცა ,ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რა მელო...