ოპერაციიდან 1 კვირის გასვლის შემდეგ თავს კიდევ უფრო უკეთ ვგრძნობდი. ექიმის გაფრთხილებით ჯანსაღად უნდა მეკვება და მეცადა ნაკლები მემოძრავა , რადგან ჩემი ორგანიზმი დასუსტებული იყო. თუმცა ამას საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ძველი ენერგია ნელ-ნელა მიბრუნდებოდა და მეც სხვა მოთხოვნილებები მეზრდებოდა, რომლებიც აქამდე მიძინებული იყო. მოთხოვნილებებში კონკრეტულად სექსუალურ მოთხოვნილებებს ვგულისხმობდი. ეს მხოლოდ სურვილი არ იყო, ჯიმინის სხეულის შეგრძნება და მისი სურნელი ისე მენატრებოდა, ლამის ჭკუიდან ვიშლებოდი. მას დიდი ზემოქმედების მოხდენა შეეძლო ჩემზე, მე კი უკან დავდევდი და ყველა მომენტში ვცდილობდი ისე გავგლასუნებოდი, რომ ოდნავი სიამოვნება მაინც მიმეღო, მაგრამ ყოველ ჯერზე ან თავიდან მიცილებდა, ანდაც გამირბოდა. მიზეზს ვერ ვხვდებოდი, ამიტომაც ბოლო დონემდე ვცდილობდი მის ლოგინში შეტყუებას. ეს სასაცილო კატა-თაგვობანას თამაშს გავდა. მე კატა ვიყავი, ის კი თაგვი, როდის გავაბავდი ხაფანგში არავინ იცოდა. თითქოს ჯიბრით , ჯიმინი მთელი 1 კვირის მანძილზე, როდესაც ლოგინში წოლა და გაუნძრევლად ყოფნა მქონდა დანიშნული, მოკლე შორტებით დაფლარტუნობდა ოთახში და ხანდახან წელს ზემოთ შიშველიც. თუ ბრეტელებიანი მაისური ეცვა, ერთ მხარე აუცილებლად ჰქონდა გადმოგდებული იდაყვზე და ამის შემყურე , ნერწყვებს ვყლაპავდი ხოლმე. ცალ-ცალკე გვეძინა. ესეც იდიოტური ექიმის რჩევა იყო, რადგან მოძრაობა შემემცირებინა. ყველაფერს ჯიმინთან ვერ ვაღიარებდი, მაგრამ ჩემი ჰორმონალური სისტემა მწყობრიდან ,აფეთქებულ სიტუაციაში როდესაც გადაიზარდა, შეშლილს დავემსგავსე. მერვე დღეს, როდესაც ყველანაირი შეზღუდვა მომეხსნა, აფრები ავიშვი და სახლში გააფთრებულმა დავიწყე ჯიმინის ძებნა. ბედი არ გინდა?ზუსტად ამ დღეს მოვიდნენ სტუმრად თეჰიონი და ჰოსოკი, უფრო სწორად, ჩემ სანახავად და რაღაც საჭმელები მოიტანეს, რომლებზეც ინტერესი მქონდა დაკარგული. ერთადერთი რამის ჭამა მინდოდა და მიხვდებოდით რისიც.
YOU ARE READING
𝐏𝐎𝐑𝐍 𝐒𝐓𝐀𝐑𝐒Ⓥ
Romanceმე გეი არ ვიყავი,მაგრამ პორნოში კარგად იხდიდნენ.დაახლოებით ერთ თვეში თუ ამ განრიგით ვიმუშავებდი , შესაბამისი თანხა მექნებოდა ხელზე , შემდეგ კი დედას ოპერაციის ჩატარებაც მოხერხდებოდა. გონებაში ყველაფერი ავაწყე.თუმცა ,ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რა მელო...