ჩემი პირველი სიყვარულის ლამაზი ისტორია აქ მთავრდება. მთელი ეს დრო ,ალბათ, სულგანაბულები კითხულობდით მას და ფიქრობდით, თუ როგორი იღბლიანი ვიყავი, ჯონგუკს რომ შევხვდი. ვაღიარებ, ასე იყო, მე და ის ერთმანეთის სხეულებში ვპოულობდით იმას, რაც დაკარგული გვქონდა. ხშირად მიფიქრია იმაზე, რა მოხდებოდა, ის რომ არ გამოჩენილიყო ცხოვრებაში, როგორ ვიქნებოდი ახლა ან სად ვიქნებოდი. სულ რაღაც პირველივე დანახვის წამიდან ჩემი ყურადღება მიიბყრო და მისმა გარეგნობამ გამიტაცა. ულამაზესი იყო, თავს დავდებ , მანაც კარგად იცოდა ეს და სწორედაც ამით ამაყობდა. განა ვერ ვგრძნობდი, ყოველ ღამით როგორ მეფერებოდა, შუბლზე მკოცნიდა, ახლოს მიკრავდა ისე ,თითქოს ჩემი გაშვება არ სურდა. რაღაც ამოიკითხებოდა მის მუდამ სევდიან თვალებში, ბოლო დღეების მანძილზე უფრო თბილი გახდა, წამითაც კი არ მიცილებდა გვერდიდან, ჩემი ხელის თავისაში დაჭერა სურდა და უარის თქმაზე ბავშვურად ბრაზობდა. მე კი , ასეთი დაბრმავებული, ვერ ვხედავდი, რომ რაღაც აწუხებდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის თქმა სურდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
საღამო ხანი იყო, მე და ის გარეთ ვისხედით აივანზე და მაღლა ვიყურებოდით. მოულოდნელად ჯონგუკი შემოტრიალდა და ჩემი სახე თავისი თბილი ხელებით დაიჭირა. უცნაურად გადაღლილი სახით მიყურებდა, მის თვალებში ნისლს დაესადგურებინა. შემეშინდა მისი, ვიფიქრე რაღაც ვერ იყო ხასიათზე და თავიდანვე არ ავღელდი, მაგრამ მისი სიტყვების შემდეგ ყველაფერი უკუღმა ამოტრიალდა. თითქოს ჭერში თავდაყირა დამკიდეს და ასე სამუდამოდ დამტოვეს.
-ერთ დღეს თუ გეტყვი, რომ ცოტა დრო მაქვს , რას მიპასუხებ?-შიშისგან გამაკანკალა. რას ნიშავდა მისი სიტყვები, ჯერ კიდევ ვერ გამეგო. მან ახლა ჩემი ხელი დაიკავა თავისაში და უფრო წრფელი მზერით დამაკვირდა.
-რა? რას ამბობ?
-მეტს ვერაფერს გეტყვი, უბრალოდ , მინდა იცოდე, რომ მალე მომიწევს დაგტოვო,-მას ხმა აუკანკალდა. საცოდავს გავდა, დაუძლურებულს. მე კი უკვე ცრემლები მადგებოდა თვალებზე.
YOU ARE READING
𝐏𝐎𝐑𝐍 𝐒𝐓𝐀𝐑𝐒Ⓥ
Romanceმე გეი არ ვიყავი,მაგრამ პორნოში კარგად იხდიდნენ.დაახლოებით ერთ თვეში თუ ამ განრიგით ვიმუშავებდი , შესაბამისი თანხა მექნებოდა ხელზე , შემდეგ კი დედას ოპერაციის ჩატარებაც მოხერხდებოდა. გონებაში ყველაფერი ავაწყე.თუმცა ,ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რა მელო...