გთხოვთ, მიშველეთ.
უფსკრულში გადავარდნილს არაფერი მაქვს , რომ მოვეჭიდო. აქამდე უსასრულოდ გავრბოდი, ვაწყდებოდი ალესილ კლდეებს და ისევ გავრბოდი, მაგრამ ახლა , როდესაც არაფერი მაქვს უკან დასაბრუნებელი, უბრალოდ თავს მკვდრად ვგრძნობ. გარშემო აღარავინ მიმაჩნია სანდო, ვუყურებ, მიყურებენ, მაგრამ მეტი არაფერი.სიტყვები ისევე რჩება ჩემ ცარიელ მუცელში, როგორადაც შეხედვის წამიდან იყო. საკუთარი თავი მაქვს დაკარგული და ყველა დანარჩენის მეშინია. მგონია,რომ თუ თავს სუსტად მოვაჩვენებ მათ, ისინი გადამთელავენ, ორ კედელს შუა გამჭყლეტენ და ასე მომიყოლებენ ძირში. სადღაც წარსულსა და აწმყოს შორის ვარ გაჭედილი, სარკეში ვეღარ ვიხედები, შედეგები უარესდება, ღამე კოშმარები მაწუხებს, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, ნაკლებს ვსაუბრობ, ხმას ვერ ვიღებ მათთან, ვისთანაც ადრე გულიანად ვიცინოდი. ისე ვფქირობ, თითქოს ,უკვე იციან და ზურგს უკან საფლავს მითხრიან.გთხოვთ, დამეხმარეთ.
გუშინ საშინელი სიზმარი ვნახე. დედა კვლავ ხელიდან მეცლებოდა, ყველანი ქრებოდნენ, ვინც მიყვარდნენ. შემდეგ ოთახმა ტრიალი დაიწყო, ღოღვით როგორღაც მაგიდამდე მივაღწიე და წყლის დალევა ვცადე. ისე ჩამწვა ყელი, თითქოს საწამლავი იყო......ნეტავ ყოფილიყო.უემოციოდ მივიწევდი შენობისკენ, ღმერთმა უწყის, რატომ. ლიფტში ისევ კედელზე მიყუდებული ვიდექი და 10-მდე ვითვლიდი. სწორედ ისე, როგორც პირველ დღეს გავაკეთე ეს. სარკეში ჩემ ანარეკლს ვხედავდი, იდგა კი არა, ძირს ეგდო და გაფითრებული შემომყურებდა ქვემოდან. თვალი ვერ შევავლე, შემეშინდა, ეს რომ მექნა, ალბათ, მეც მოვკვდებოდი. ლიფტის ელექტრონული კარები გაიღო და ნელი ნაბიჯებით ოფისისკენ გავემართე. საშინელი ამინდი იყო, წვიმდა და მომენტებში ხმამაღალი გრუხუნის ხმებიც ისმოდა. რაღაც კარგი ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო დღეს და ამას მთელი გულით ვგრძნობდი. უფროსის კაბინეტის შესასვლელ კარებშივე სემი დამხვდა. დიდის ამბით გადამკოცნა, ისე თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით და უკან გამომყვა. მის საზიზღარ მზერას ვგრძნობდი სხეულზე, წინ კი ტონი იჯდა საქმიანად, არადა წოვის მეტს არცერთი არაფერს აკეთებდა.
YOU ARE READING
𝐏𝐎𝐑𝐍 𝐒𝐓𝐀𝐑𝐒Ⓥ
Romanceმე გეი არ ვიყავი,მაგრამ პორნოში კარგად იხდიდნენ.დაახლოებით ერთ თვეში თუ ამ განრიგით ვიმუშავებდი , შესაბამისი თანხა მექნებოდა ხელზე , შემდეგ კი დედას ოპერაციის ჩატარებაც მოხერხდებოდა. გონებაში ყველაფერი ავაწყე.თუმცა ,ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რა მელო...