თენდება და არ მინდა ღმერთო,
იქნებ გათენებას დავასწრო წასვლა
და მერე სადმე ხეტიალით დაღლილი დაგხვდე.
თენდება ღმერთო, იქნებ შევძლო გათენებას დავასწრო წვიმა,
წვიმა ცრემელების,
ცოდვების და საკუთარ თავის,
ტკივილების გამოტირების.ღამეა და წასვლას ვერ ვბედავ,
მაკავებდეს თითქოს რაიმე,
მხოლოდ დაღლილი მხრები მაქვს და ცოდვები საგზლად.
განთიადია და მარტის თვეა,
სიგიჟეებს არ უჩანს ბოლო,
იქნებ გაკვირტულ ხეებს შორის გაპარვა შევძლო.
ღამეა და ვერ ვბედავ წასვლას სადა ხარ ღმერთო?
გესმის ჩემი?
დამეხმარე იქნება შევძლო.განთიადი დაიწყო და ოთხს აკლია ცოტა,
სიგიჟის თვეა და
მე მსურს წასვლა.
იქნებ შევძლო გათენებას დავასწრო და მერე მზით დამწვარს და ხეტილით დაღლილს,
საკუთარ თავ გამოგლოვილს შემხვდე,
შემხვდე თითქოს მგზავრი ვიყო,
მრავალ ტკივილ გამოვლილი,
ნაწამები,
ნატანჯი და ცივ ქარებში მოყოლილი.
იქნებ შევძლო გათენებას რომ დავასწრო წასვლა,
იქნებ შევძლო, გესმის ღმერთო?
მეყოს ძალა ცივ ამინდში შევძლო წასვლა.თენდება და ტკივილებიც იმატებდეს თითქოს,
ლოცვის, ცრემლის და ნაჭუჭში გამოკეტვის გარდა,
აღარა მაქვს სხვა გზა,
იქნებ შევძლო გათენებას რომ დავასწრო წასვლა.
ნეტავ შევძლო გადაღლილი ფალანგების გაშლა და იქნება
მეყოს ძალა ამინის თქმის, ლოცვის და უფალო სად ხარ?
გესმის ჩემი?
ნეტავ შევძლო განთიადებს რომ დავასწრო წასვლა.----------------------------------
მოგწინთ თეთრი რითმა? 💜
![](https://img.wattpad.com/cover/189252188-288-k184263.jpg)
YOU ARE READING
my poem•
Random„... და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე." ოთარ ჭილაძე