შიშების სიგიჟე

39 3 2
                                    

გარეთ სუსხია და ძვლებში მამტვრევს,
ხერხემალს მიტეხავს ეგ შენი სიჩუმე,
წუხელ რომ ვტიროდი,
ამევსო მუჭები,
და სევდამ დალია წვიმების სიუხვე.
ახლა მარტია და ჩემს სისხლში სიგიჟე,
ცრემლებმა დამლიეს...
შიშების სიგიჟემ,
მე შეცივნული ჩიტი ვიყავ კანს რომ აცლიან.
ისევ მარტია, და ისევ სიგიჟე,
სულ მარტო ვაბიჯებ გადავსილ ქუჩებში,
თავიც კი აღარ მყავს ნეტავ ვინ მიშველის.
და მაინც ო, ღმერთო შიშების სიგიჟე,
ვეღარსად გავრბივარ თავსაც კი ვივიწყებ.

გარეთ ყინვაა და ძვლებში მამტვრევს...
ხერხემალს მილეწავს ეგ შენი სიჩუმე,
უმეცრებისგან ვარ გადავსილი,
გაყიდვას ვიტან, თქვენგან ბრალდებებს,
სიტყვებს ვერ ვაწყობ,
გარეთ ქარია.
ნომბრის თვეში გადაიხსნა მაჯები ჩემი,
ახლა მარტია და ისევ წვეთ-წვეთ ჩამომდის სისხლი.
სიგიჟის თვეში მიმატოვეს,
მარტო ვარ ახლაც,
გავდივარ გარეთ სუსხში და ქარში
და ჩემს სხეულზე ფიქრებსაც ვხატავ.

my poem•Where stories live. Discover now