მე ცრემლებს ვმალავ...

49 6 0
                                    

მე ცრემლებს ვმალავ...
როგორ დავმალო მე ის ცრემლები,
შეუჩერებლად რომ მდის თვალებზე,
სიტყვებმაც თითქმოს დაკარგეს ძალა,
შენამდეც ვეღარ აღწევენ ალბათ.

მე ცრემლებს ვმალავ...
სიტყვებსაც ფუჭად...
სისხლებიც შეწყდა ის ნიაღვრებიც
ჩაიწვა ჩემში და აღარ ვიცი მე შენთვის ვინ ვარ,
წარსულის ჩრდილი თუ ის გიჟი ვარ
სავსე მთვარისას ჩუმად რომ ტირის.

მე ცრემლებს ვმალავ...
სხეული თითქოს იშლება წამში
და ნაფლეთებსაც საკუთარი დარდები ახლავს,
ჩემს ოთახში კი ისევ შენი თვალების ლანდი,
ვეღარ ვისვენებ მე უშენოდ სიცოცხლეც მიჭირს.

მე ცრემლებს ვმალავ...
და ღამით როცა ჩემს თავთან ვრჩები,
ისიც კი მტოვებს და ნერვებს მწიწკნის,
მე “მაწანწალა“ ვიყავი შენთვის
ახლა კი გზები შენამდეც არ მაქვს.

მე ცრემლებს ვმალავ...
ისიც არ ვიცი როგორ ვარ ახლა,
ჩემმა თავმაც კი ჩამირაზა ეს მძიმე კარი,
დღემდე ვიცოდი ვინ ვიყავი მე შენთვის,
მაგრამ შავ-თეთრ სიზმრებშიც ვეღარასდროს ვერ მნახავ ალბათ,
წვიმით დაფლეთილ მხრებზე დღესაც შენს სახეს ვხატავ.

my poem•Where stories live. Discover now