მენატრებოდი თუმც ვერ ვთმობდი მე ჩემს სამყაროს,
ჩემს თავს ვტოვებდი გრძელი გზები აღარ მყოფნიდა,
წარსული უკან დამყვებოდა ნაბიჯს მითვლიდა,
და ზოგჯერ ისე მაშინებდა ჩემს სულს ამხობდა.
მე მენატრები და გვირგვინს ვწნი შენი თითებით,
მინდა აპრილში გამითოვდეს,
წვიმას შესცივდეს...
და ყოველ ღამით დაიღალონ ჩემი თვალები,
რომ ვეღარ გნახონ დატანჯული და ნაწამები,
მე მახსენდება რომ ვერ გლეწდნენ მუხლებს და მაჯებს,
და როგორ სურდათ მიტოვება იმ ღამით შენი,
რომ ტკივილისგან ერთხელ მაინც გეყვირა "ვაი",
მაგრამ ვერ შეძლეს,
თუმცა სრულად გაგყიდეს ფულში,
ვერ დაგვავიწყეს შენი თავი,
ვერც რწმენა შეძრეს,
ოცდაათ ვერცხლად გაყიდული მე შენს თავს ვეძებ...
შენ როცა ყველამ დაგივიწყა მაშინ გიპოვე,
და ახლაც მახსოვს რომ გაგყიდეს,
ძელზე გაგაკრეს
და მიტოვება არ გიგრძნია ისე შენ თავის,
როგორც იმ მთაზე გოლგოთა, რომ ქვია სახელი.
YOU ARE READING
my poem•
De Todo„... და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე." ოთარ ჭილაძე