გაგიჟებას მაკლია ცოტა
მე ხელებს ვშლიდი
გადმომქონდა სული სარკიდან,
ის ჩემს წინ იდგა...
მკაცრი მზერით ამინდს კიცხავდა,
ღრუბელთა ფთილებს ქარი წეწავს
და მე თმებს ვიშლი,
ენძელები კი თავს უხრიან თოვლიან ზამთარს,
თითქმის ვიშლები...
თებერვალი ახლა ჩემს წინ ზის...
მიყვება შენზე ათას ამბავს,
ლეგენდას,
მითებს.
შენს დაბადებას
ათას წლიან სიზმართა ტანჯვას.ის ჩემს წინ დადგა...
გამეტებით თვალებში მიმზერს,
ვშლი ისევ ხელებს,
მინდა ღრუბლებს შევახო მკლავი,
სისხლის წვეთები ცრემლებივით
ვადინო ზეცას,
შენ კი არ მითხრა არაფერი,
უსიტყვოდ წადი...
თებერვლის მზიან ამინდებში გაუჩინარდი,
მანძილი თუ გსურს დააშორე,
ჩემს სულს რას ერჩი?!უსიტყვოდ წადი...
ნუ დამიტოვებ საგზლად ღიმილს,
ნურც მონატრებას,
თუ გინდა სიზმრად დანახული წაიღე სევდა,
წვიმებიც შენთვის მიჩუქნია
ოღონდაც წადი...
ჩემს ფიქრებში ნუ იდებ ბინას.
თითქმის ვიშლები...
ჩემი თავის აღარ მაქვს რწმენა,
გაგიჟებამდე ცოტა მრჩება,
დუმილიც გაქრა...
ვერ მპატიობს უსიტყვოდ წასვლას...
ისევ თმებს ვიშლი,
სრულ შეშლამდე მაკლია ცოტა.
28/02/2019----------
vote & comment✔️
ეს ლექსი პირველად დიდი აუდიტორიის წინაშე წავიკითხე,
მანამდე ჩემი არცერთი ლექსი არ მქონდა წაკითხული აუდიტორიის წინაშე და ამიტომაცაა რომ სულ სხვანაირად მიყვარს.❤️
YOU ARE READING
my poem•
Casuale„... და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე." ოთარ ჭილაძე