ვერ გაგახარებ...
ვერ დავხუჭავ მიწისფერ თვალებს,
და ჩემს გაცრეცილ ხელისგულებს ვერსად წავიღებ...
მე თაფლის თვალებს ვაცეცებდი,
სხეული კრთოდა,
კანგადახეულ მუხლის თავებს ცრემლებით ვბანდი,
მე ფერ გადასულ მხრებს და მაჯებს
სიცივით ვკლავდი,
ხან ერთი სულის მონა ვიყავ ხან სხვას ვეტრფოდი,
ბოლოს კი ჩემი ქანცგამწყდარი
სევდები დამრჩა.ვერ გაგახარებ...
თოვლის გუნდებს მე შენ ვერ გესვრი,
და ვერ გავყიდი მე ჩემს ტანჯულ სიზმრებში სევდას,
წადი მომშორდი
აჩრდილივით სულ სხვას გაყევი,
ვერ გაგახარებ,
არ დაგიკრეფ ენძელას კონას,
და აღარ გეტყვი როგორ სუსტად ვაბიჯებ ბნელში,
ვერც იმას გეტყვი რომ წვიმებით ჩემს თავთან ვრჩები.ვერ გაგახარებ...
შიშისაგან მიკრთიან მხრები,
თეთრ ფიფქებს მანგრევს იანვარი,
ქარტეხილს,
სევდას...
მევსება თმები,
თეთრი ფიფქები ჩემს ხელზე ცეკვავს.
ხელისგულები მევსება წვიმით...
მე ქარიშხალში მუხლებზე ვდგავარ,
ხან თმა გაშლილი,
წვიმიანი თვალები დამაქვს.ვერ გაგახარებ...
თმა გაშლილი ქარებში ვდგავარ,
კანგაცრეცილი მუხლები მაქვს,
ტომრები დამაქვს...
სევდა ვაგროვე ტკივილებით,
და მხრებით ლოდი,
მე შემოდგომას ხელს ვუქნევდი
და ზამთარს ვხვდები.
23/01/2019
----------
vote&comment
YOU ARE READING
my poem•
Random„... და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე." ოთარ ჭილაძე