მე ოქტომბერში დაწყებული ფოთოლცვენა მწამს...
და მწამს ამინდის სადაც წვიმას არავინ ყიდის,
თუმცა აბიჯებს ის ბინძურ ფეხებს ჩემს დაღლილ ღიმილს,
და უსიცოცხლო თვალებს შიგნით სძინავთ გვირილებს,
ფოთოლცვენა მწამს...
შემოდგომისფერ სიზმარში ვარ,
ვეღარ ვიღვიძებ
მე ნოემბრამდე მკვდარი ვიყავ...
აქ ვახელ თვალებს.შენი წვიმა მწამს...
ზეცისფერი ტკივილთა სევდა,
წვიმის წვეთებად წამოსული ჩემი სიჩუმე
და ვერ ნახული რწმენისაგან ფიქრების შიში...
ფოთოლცვენა და ოქტომბერში ამინდთა თქეში.
შენ აღარ მწამს...
და არც ის რომ ერთად ვიქნებით
მე ფოთლების მწამს, შემოდგომის და ჩემი სევდის
მე იმის მჯერა ნოემბერში რომ გავიღვიძე,
და შენ რომ ცრემლებს წვიმის წვეთად მხრებით იჭერდი.მე ოქტომბერში დაწყებული ფოთოლცვენა მწამს...
შენი მხრებიდან დაწყებული
ჩემი თმის ჩათვლით,
და წვიმის წვეთი ზეცის ტკივილს რომ ვეღარ იტყვის,
მაშინ მოხვალ და შენ ჩემს თვალებს ცრემლებად დაღვრი.–––––––––––
ეს ლექსი უკვე ერთი წლის ხდება.
იმედია მოგეწონებათ🤗
vote & comment
![](https://img.wattpad.com/cover/189252188-288-k184263.jpg)
YOU ARE READING
my poem•
Acak„... და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე." ოთარ ჭილაძე