თავი 6

329 35 9
                                    

•TARGET• 

^პირველი გვერდი, ყველაფერი წინ არის!^

•••
გოგონა მოთენთილობას გრძნობდა თითქოს ფეხები, ხელები და მისი სხეული დამორჩილებას არ აპირებდნენ. ეწინააღმდეგებოდნენ და მიწისკენ მიყავდათ, სადაც უსულოდ უნდა დაცემულიყო გონება დაკარგული. ცოტა ხანს ეწინააღმდეგებოდა სიმშვიდეს და გახელილ თვალებს ინარჩუნებდა მაგრამ ვერ შეძლო ბოლომდე ამ ყველაფრის გამკლავება...მალევე მილულა თვალები და თავის ტკივილით ნელა დაეშვა ძირს.

კიმა მასთან მიირბინა ძლივსღა შეძლო მისი ხელში დაჭერა, ყველაზე მეტად იმას დარდობდა საბრალო გოგოს თავი არ დაერტყა...არც კი იცოდა რასაკეთებდა ან რატო დარდობდა, არც კი იცნობს არც იცის ვინაა და ყველაზე დიდი რამ...მან მისი მოკვლა სცადა. როდის იყო კიმი ვინმეს თავისი სურვილით მოკლულ ადამიანს შემდეგ გადარჩენას უპირებდა, სრული აფსურდი.

უგონოდ მყოფი სხეული მის მკლავებში მოიქცია და კარებისკენ წავიდა სადაც მისი მცველები დახვდნენ.

⁃ წაიყვანეს? იკითხა და ქეის კიდევ ერთხელ დახედა.
⁃ დიახ ბოს გაგვიძალიანდნენ მაგრამ მაინც მოვახერხეთ მანქანაში ჩაგვესვა.
⁃ კარგი ჰოსოკს დაურეკე, უთხარი ჩემთან სახლში მივიდეს და ახლავე მანქანა მოამზადეთ.
⁃ კარგით. თავი დაუკრა ბიჭმა და უფროს წინ გაუძღვა.

კიმს გოგონა ისე მიყავდა თითქოს ბუმბული ყოფილიყო, არანაირ სიმძიმებს გრძნობდა საერთოდ. წამით გაიფიქრა კიდეც რალამაზიაო მაგრამ მალევე გაიქარწყლა თავისი უაზრო ფიქრები. მანქანის უკანა სავარძელზე დააწვია ქეი თავისი ქურთუკი გადააფარა და თვითონ საჭესთან დაჯდა. ბიჭებს უთხრა უკან გაყოლოდნენ მას და 10 მდე ნამქანა სახლისკენ დაიძრა.

მალევე ადგილთან გაჩერდნენ...კიმმა მანქანას შემოუარა მეორე მხრიდან გოგონა ისევ თავის ხელებში მოიქცია და სახლისკენ გაემართა შიგნით შესულს კი აფორიაქებული ჰოსოკი დახვდა, რომელიც აზრზეც კი ვერ მოდიოდა რა ხდებოდა მათ თავს.

•TARGET• ✔️Where stories live. Discover now