თავი 9

326 38 38
                                    

•TARGET•

•••
იმ საღამოს ორივეს მშვიდად ეძინა, არცერთს ქონდა იმ მომენტში სადარდებელი, კარგად გაერთნენ და ამით სიამოვნებაც კი მიიღეს. კიმა პირველი მიზანის ნაწილი კარგად გაიარა რაც უფრო ახარებდა. გოგონა კი არასდროს არ ყოფილა ასეთ კარგ ხასიათზე, რაც კიმის დამსახურება იყო.

ქეის დილით ხუთ საათზე გაეღვიძა პირი საშილად უშრებოდა და მოუსვენრობა აწუხებდა. ლოგინზე წამოჯდა და გადაწყვიტა სამზარეულოში წასულიყო წყლის დასალევად. სახელური ჩუმად ჩამოწია და დერეფანში გავიდა, მის წინა ოთახს გახედა სადაც თეჰიონს სავარაუდოდ მშვიდად ეძინა, ოდნავ ჩაეღიმა და ქვემოთ სამზარეულოსკენ წავიდა. მისაღებში არავინ დახვდა მაგიდაც ასალაგებელი იყო, გარემოსთვის თვალი მოევლო და დათვალიერება დაეწყო. ასეთი სილამაზე ჯერ არ შეუნიშნავს სულ ორჯერ ჩამოვიდა აქ. ერთხელ თეჰიონის ლანგრების და თეფშების მტვრევით ერთობოდა და მეორედ თეჰიონის ყურებით. გაფართოებული თვალებით აქეთ იქით დადიოდა და ყველაფერს ხელს უსვამდა გაოცებული იყო ასეთი სილამაზით, თავი კოშკში ეგონა.

მალევე ისევ შეახსენა თავი პირის სიმშრალემ და სამზარეულოში წავიდა წყლის დასალევად.

ამ დროის განმავლობაში კი კიბესთან მდგარი თეჰიონი საყვარლად უცქერდა მომღიმარ გოგონას. აკვირდებოდა მის ნაკვთებს და სხეულს, აოცებდა მისი მანერები და სილამაზე. სულაც არიყო სიეთი როგორიც რეალურად ჩანს, გუშინ ამაში სრულიად დარწმუნდა...სინამდვილეში ის ისეთი ბავშვური და საყვარელია ვერც კი წარმოიდგენდით მაგრამ ამას არასდროს აჩენს, რატომ გამოაჩინა კიმთან? არავინ იცის.

⁃ დილამშვიდობის...თეჰიონის ბოხ და მოულოდნელ ხმაზე ქეი შიშისგან შეხტა და წყალი რომელსაც სვამდა გადაცდა. ხველება აუტყდა,  კიმი მასთან უცებ მივარდა და ზურგის მშვიდად და რიტმულად ზელა დაუწყო. მშვიდად მევარ.
⁃ ჯანდაბა გული გამისკდა. ძლივს ამოისუნთქა და თეჰიონს შეშინებული სახით ახედა.
⁃ არვიცოდი თუ შეგაშინებდი. გაიცინა და სკამზე ჩამოჯდა. ასე ადრე რატომ ადექი.
⁃ წყალი მომინდა და შენ.
⁃ ასეთ დროს მღვიძავს ხოლმე.
⁃ ხუმრობ ხო.
⁃ სულაც არა რატო
⁃ რავიცი ასე ადრე რაუნდა აკეთო.
⁃ შენწარმოიდგინე და ბევრი რამ. ამასობაში ქეიმ ჭიქა გარეცხა და მაღლა თაროზე შემოსადებად თითის წვერებზე აიწია როდესაც ხელი დიდ თეფშს გამოკრა და ძირს ჩამოვარდნა დაიწყო. გოგონამ წამოიყვირა, ეჰიონმა სწრაფად მოასწრო რეაგირება, თეფში დაიჭირა და ისევ თავის ადგილას დააბრუნდა. ქვემოთ ჩამოიხედა, დაინახა როგორ იყო აკრული შეშინებულ და აწითლებულ გოგონაზე. სწრაფად გამოეცალა და მისი დატუქსვა დაიწყო.

•TARGET• ✔️Where stories live. Discover now