თავი 11

337 37 47
                                    

•TARGET•

•••
კიმი დილას მისაღებში ჩასვლისას გოგონას სიცილის ხმას გაგებს...მისი ნაზი ხმა, როგორ ჭკუიდან გადაყავს.
დაინტერესებული ჩუმი ნაბიჯებით კიბეებს ჩაუყვება და ძაღლთან მოთამაშე ქეის შეეჩეხება. სწრაფად წამოდგება ფეხზე და თეჰიონს თვალებში შეხედავს დაბნეული.

⁃ დილამშვიდობისა. კიმი ძაღლს წაეთამაშა, რომელიც გოგონას მკლავებში მოქცეულიყო.
⁃ დილამშვიდობის.
⁃ ადრე გაგიღვიძია, რამე მოხდა?
⁃ არა უბრალოთ დილით იონთანმა გამაღვიძა, შიოდა და ავდექი.
⁃ ანუ უკვე ნაჭამია და აღარ მომიწევს ხო მე გაკეთება.
⁃ კი უკვე ვაჭამე და დანაყრდა. მუცელზე წაეთამაშა და მომღიმარი სახე აიკრა.
⁃ კაი მაშინ წამოდი გავამზადებ და ჩვენც ვჭამოთ. უხმოდ გაყვება ქეი, მაგიდას მიუჯდება თეჰიონისთვის რაღაცის თქმა სურს მაგრამ გამბედაობა არ ყოფნის.

                          ქეის pov

მინდა გამიშვას, არმინდა რამე მოვიმოქმედო, არმინდა ვატკინო ან რამე დავუშავო...აქ კარგად ვგრძნობ თავს ამდენი წლის შემდეგ პირველად მოვახერხე დასვენება და დავაღწიე თავი ამდენ თავის ტკივილს. თეჰიონთან მართლა კარგია მაგრამ სულ ასე ტყვეობაში ვერგავატარებ. დრო დადგა ან მე მოვიმოქმედო რამე ან კიმმა გამიშვას.

⁃ თეჰიონ რაღაც უნდა გითხრა.
⁃ გისმენ. თან საჭმელს ამზადებდა და თან სახეზე მაკვირდებოდა.
⁃ მინდა, რომ გამიშვა!. დანა დაფაზე დადო, ცოტახანს მიყურებდა ხმასაც კი არ იღებდა, ნერვიულობა და შფოთვა ეტყობოდა.
⁃ მემგონი ძალიან შემეჩვიე და გგონია აქ გასართობად მყავხარ. ხომარ დაგავიწყდა, რის გაკეთებას მიპირებდი? და გგონია, რო ყველაფერს ასე მარტივად შეგარჩენ დავიკიდებ და გაგიშვებ? და რა გარანტია მაქვს, რომ არ გადაგიტრიალდება ტვინი და არ დააპირებ ფულის გამო ჩემს მოკვლას?. თვალებში ცრემლები ჩამიდგა, ავირიე ტვინში ყველაფერი თავდაყირა დამიდგა.
⁃ საკმარისია!
⁃ რა? არარის ეგრე? განა შურის ძიებას არგეგმავ? რო გაგიშვა არმომკლავ? ჩემზე ხომ მილიონერის ნახევარი ქონებაა დაწესებული.
⁃ საკმარისია! წამოვიყვირე და სკამიდან წამოვხტი.
⁃ დავიღალე თეჰიონ...დავიღალე გესმის? თელ ჩემ ცხოვრებას ტყვეობაში ვერგავაკეთებ კაცთან, რომლის მოკვლასაც ვაპირებდი და მასთან ვინც ჩემს მოკვლას აპირებდა. საკმარისია რაც დავისვენე, მე ვალდებულებები გამაჩნია...ფიცი რომელიც მეგობრებთან დავდე მე მათ ვჭირდები. არმინდა რამე ცუდი მოხდეს, არმინდა ერთმანეთს ვატკინოთ უბრალოდ გამიშვი და თავს დაგანებებ! ვეღარასოდეს დამინახავ.
⁃ არა!
⁃ კარგი. აცრემლებული თვალებით ოთახისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი. ოთახში ჩავიკეტე და ლოგინზე გადავეშვი.

•TARGET• ✔️Where stories live. Discover now